მორიგი სისასტიკე საქართველოში - საგურამოში ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს (+15)
მორიგი სისასტიკე საქართველოში - საგურამოში ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს (+15)
საზოგადოების დამოკიდებულება ცხოველებისადმი საზოგადოების განვითარების დონის მაჩვენებელია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხშირია ცხოველებზე ძალადობა, რაც დაუსჯელობითაა განპირობებული.

"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" (GSPSA)
თავის ფეისბუქ გვერდზე ცხოველისადმი განხორციელებული სისასტიკის ფაქტის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

გთავაზობთ უცვლელად:

”2018 წელი ცხოველისადმი განსაკუთრებული სისასტიკით დაიწყო. ამჯერად ძაღლის მოკვლა ცეხცხლსასროლი იარაღიდან მოხდა საგურამოში.

ამ ძაღლს ყურადღებას აქცევდა ერთი კარგი პიროვნება. ძაღლი საგურამოში ქუჩაში ცხოვრობდა უკვე 4 წელი. ის არ იყო აგრესიული და ენდობოდა ადამიანებს. მეურვემ მკვდარი ძაღლი 13 იანვარს იპოვნა. ძაღლს შუბლის არეში ეტყობა ცეცხლსასროლი
იარაღიდან მიყენებული დაზიანება. GSPSA-სთან საუბრისა და კონსულტაციის შემდეგ გამოძახებული
იქნა პოლიცია, ხოლო ძაღლის გვამი გადატანილი იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში პათანატომიური კვეთისა და ექსპერტიზის დასკვნისათვის.

GSPSA მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმის კონტროლზე აყვანის მიზნით.

ცხოველისადმი სისასტიკის ფაქტის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 593 322 159

Zooclub

ბებე-ს
https://zooclub.ambebi.ge/dzaghli/saintereso/5153-thbilisshi-chinelebis-bazrobidan-ususuri-lekvi-kethilma-adamianebma-gadaarchines.html აბა ერთი ეს პოსტი ნახე ჩინელები ცოცხლად ძაღლებს კლავენ ჭამენო. აქ რომ გამოდიხარ და მონადირეებს მკვლელებს ეძახი ეს შემთხვევა არ იმსახურებს თქვენს მაღალ ყურადღებას? თუ ქართველთული სტუმართმასპინძლობაა ჭამოს სტუმარია და მონადირე რახან ქართველია მკვლელი ეზახო. გეკითხები: ამ ფაქტზე რატომ ხართ ჩუმათ რატომ არაფერს ამბობთ, ეს არაა ძალადობა ცხოველზე და არაადამიანობა? მკვლელობისთვის 12 წლამდეა პატიმრობა ისიც იმ შემთხვევაში თუ დაუმტკიცდა აქ კი არაფერი არ იყო დამტკიცებული არც ის რომ შეიძლება ადამიანი თავს იცავდა ან ბავშვს იცავდა აგრესიული ცხოველისგან და წყევლა კრულვაზე არაფერს ვამბობ, რეებს იტხოვდა ხალხი გავგიჟდი. ასეა ქართველის სალანძღავად და ქართველი არც ტყვიის თვის არც წყევლისთვის არც შეურაწყოფისთვის არ გევნანება და ჩინელებზე აგერ ისეთი რამეები წერია მაგრამ არა არაფერს ამბობ. რით ახსნი ამას?
manana-Sh
ბებე-ს გეთანხმებით, მე პირადად შევიფარე ერთი გასაცოდავებული, სიკვდილის პირას მისული მეძებარი, თუ გნებავთ ბატონო მონადირეებო, გაჩუქებთ. გაიხარეთ ლალუკა, თეო, ბებე, ყველამ ვისაც ასე გიყვართ უმწეო ცხოველები. გული მტკივა ძალიან როცა მიუსაფარ ადამიანს დ ცხოველს ვხედავ, კარგს თუ ვერ გაუკეთებთ ადამიანებო (ვისაც გზარავთ მათი დანახვა) გთხოვთ, ცუდს მაინც ნუ გაუკეტებთ! ნეტავ ისეთ საქრთველოს მომასწრო სადაც უპატრონო არც ადამიანი და არც ცხოველი არ იქნება, ღმერთო, ამისრულე ეს ნატვრა!
bebe
პატივცემულო მონადირევ, კიდევ ერთი კითხვა მაქვს - ცირკზე და ზოოპარკზე რა აზრისა ხარ?
bebe
პატივცემულო მონადირევ, ისევ შეურაცყოფას მაყენებ, ეს სისუსტის ნიშანია, თავს ვერ აკონტროლებ. ამიტომაც სჯობს თოფი ხელში არ დაიჭირო, შესაძლოა რაიმე შარში გაყო თავი. ამიტომაც გირჩევ, თუ სროლა გინდა - ტირში იარე და იქ ესროლე ნიშანს, შენც დაისვენებ და საზოგადოებაც უფრო უსაფრთხოდ იქნება.
bebe-s
შენი ასაწონ გასაზომი არ არის ჩემი და ჩემნაირების ვაჟკაცობა, შენთან არც გავიყადრებ თავს რამე ვამტკიცო. ისე თუ კიდე აზრივნების უნარი შექჩენია და წაიკითხავ ჩემს კომენტარს შენ არ გეხება ის არც დავწერე თუ ვეგეტერიანელი ხარ, მაგრამ თუ შენ თავზე მიიღე შენი პრობლემაა. ისე რაც შეეხება ყავლის გასვლას მართალია, გინდათ ყავლი გაუვიდეს კაცისთვის კაცურ საქმიანობას, რაც მომავალში ქვეყანას წაადგება ეს თქვები ოცნებაა. გადახედე ევროპის ქვეყნებს გადახედე ამერიკას ყველგან არის მონადირე, მაგრამ თქვენისთანა უტუფარი ხალხია ცოტა მკვლელებს არ ეძახიან მონადირეს და ცხოველს ადამიანზე წინ არ აყენებენ, ჯერ ადამიანის უფლებაა და მერე ყველა სხვა დანარჩენი. კიდე გეუბნები შენგამ მოწონებული ჩემი საქციელი უფრო მეტად შეურაწმყოფელია, ვიდრე შენგან ვაჟკაცობად აღქმული ჩემი მოქმედება. ისე დაუკვირდი რაში მდებ ბრალს, მე არ მომიკლავს ის ძაღლი და საერთოდ ძაღლზე ტყვია არ მისვრია დავწრე, რომ ძაღლები გამომეკიდა ნადირობისას და ჰაერში გასროლით მოვიგერიე ამაში მდებ ბრალს? რომ თავი არ შევაჭმევინე თურმე. ისე შენნაირი იყო ეტყობა ის პატრონი, რომელიც საერთოდა არ შეწუხდა იმაზე, რომ ძაღლები ადამიანს უტევდა და მე კი არ დამიყენებია იმ ძაღლების სიცოცხლე რისკის ქვეშ მან დააყენა, როცა არ გაიხმო თავისი ძაღლები უკან. ასაა სიმართლე, მაგრამ ადამიანი რაც უფრო შორეა სიმართლისგან მით უფრო ეზიზღება და ეშინია მისი. კეთილად ბრძანდებოდე და იცოდე შენ ის ადამიანი არ ხარ სხვისი ვაჟკაცობა შეაფასო იმიტომ, რომ აზრზე არ ხარ ეს რას ნიშნავს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?