მორიგი სისასტიკე საქართველოში - საგურამოში ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს (+15)
მორიგი სისასტიკე საქართველოში - საგურამოში ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს (+15)
საზოგადოების დამოკიდებულება ცხოველებისადმი საზოგადოების განვითარების დონის მაჩვენებელია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხშირია ცხოველებზე ძალადობა, რაც დაუსჯელობითაა განპირობებული.

"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" (GSPSA)
თავის ფეისბუქ გვერდზე ცხოველისადმი განხორციელებული სისასტიკის ფაქტის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

გთავაზობთ უცვლელად:

”2018 წელი ცხოველისადმი განსაკუთრებული სისასტიკით დაიწყო. ამჯერად ძაღლის მოკვლა ცეხცხლსასროლი იარაღიდან მოხდა საგურამოში.

ამ ძაღლს ყურადღებას აქცევდა ერთი კარგი პიროვნება. ძაღლი საგურამოში ქუჩაში ცხოვრობდა უკვე 4 წელი. ის არ იყო აგრესიული და ენდობოდა ადამიანებს. მეურვემ მკვდარი ძაღლი 13 იანვარს იპოვნა. ძაღლს შუბლის არეში ეტყობა ცეცხლსასროლი
იარაღიდან მიყენებული დაზიანება. GSPSA-სთან საუბრისა და კონსულტაციის შემდეგ გამოძახებული
იქნა პოლიცია, ხოლო ძაღლის გვამი გადატანილი იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში პათანატომიური კვეთისა და ექსპერტიზის დასკვნისათვის.

GSPSA მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმის კონტროლზე აყვანის მიზნით.

ცხოველისადმი სისასტიკის ფაქტის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 593 322 159

Zooclub

.....-s
ოს ხო დიდი სულის პატრონია რომ წყევლის ამის გამკეთებელს, ადამიანის მკვლელონისთვის არის 7-12 წელი მე მგონი ის დიდსულოვანი კი გაგძრობია სულიო სასიკვდილოდ იმეტებს ადამიანს. მაგის გარდა, ვინ მოგცა უფლება ასე ილაპარაკო ადამიანზე. ისე როგორ უნდა გისუვო ღმერთმა გაშოროს, მაგრამ ვინმე ახლობელს რომ დაგიგლჯავს ან პატარა ბავშვს რომ შეუყეფს და შიშისგან ისტერიკაში რომ ჩავარდება რასაც ძაან ბევრი გართულება შეიძლება მოყვეს მერე ვნახავ როგორ იჭიკჭიკებ.
.....-s -s
და შენ რა იცი მე ვინ ვარ და რა მიკეთებია, ან რა იცი რისი გამკეთებელი ვარ. შეწნგან განსხვავებით მე ის ვიცი რომ ამ ქვეყანაში ადამიანია პირველი მერე სხვა დანარჩენი, მე ჩემი თვალით მინახია როგორ ესხმიან უპატრონო ძაღლები ბავვებს, გარშემო მყოფებს. შენ ეტყობა ღრმა ძილით გძინავს მაგრამ მე პირადად მაწუხებს უსახლკარო ზაღლების ყეფა და ხმაური, სანადიროდ ყობდისას ორი მეცხვარის ძაღლი დამედევნა სამან ჰაერში არ ვისროლე და თოფი არ დავუმიზნე არ დამანებეს თავი. კიდე კარგი ასემოხდა თორეთავს ვერ შევაჭმევინებდი, ისე გეტყვი პატრონს ყური არ შეუფერთხია, აი ზუსტად იმ ძაღლების პატრონის მსგავსი ადამიანი ხარ შენ და მე კი გეუბნები თუ არჩევანზე მიდგა საქმე მე ადამიანს ვირჩევ.
დათო
ძაღლი ან ეზოში უნდა იყოს ან თავშესაფარში, აბა ქუჩაში, რომ მოხეტიალე ძაღლის შიშით ვერ გაივლი ესაა კარგი? გაივლი გიკბენს და ეძებე მერე ცოფიანი იყო თუ არა, იძულებული ხდები დაიჩხვლიტო ერთი ადგილი და დაჯდე 6 თვე დიეტაზე. აბა ესაა კარგი??????
.....-s
შენნაირი უსულგულოს გაკეთებულია, ჩემთვის ადამიანიც და ცხოველიც ერთმნიშვნელოვანია, ორივეს ერთნაირად დავეხმარები თუ ეს სჭირდებათ და მე შემიძლია, არ გავარჩევ არცერთს....ეჰ....
. . . . .
არიქა გაასამართლეთ და ჯვარს აცვით, ოჯახი ამოუწყვიტეთ და მერე აქციები მოაწყვეთ კანცელარიასთან სამუდამო პატიმრობა მოითხივეთ. კაცს კლავენ და იმათ დამცველებათ გამოგიხართ და ამ შემთხვევაში არ გაინტერესებსთ რა მოხდა, რატომ ესროლეს ამ ძაღლს. იქნებ აგრესიული იყო, იქნებ ვინმეს უკბინა, იქნებ ბავშვზე გაიწია და სხვა გზა არ ქინდა ამის გამკეთებელს. სულ გააფრინეთ რეებს წერთ ჯერ არაფერი დადგენილა და უკვე არ გაიხაროს, მაგის გამკეთებელს იგივე მოუვიდეს. სერიოზული მკურნალობა გვინდა. წელი დაიწყო ციდად ძაღლის მაოკვლის გამო?! აბა ნახეთ რამბედი დაჭრა და მკვლელობა ხდება, ძაღლის სიკვდილია პრობლემა და ორიმოზარდს დაჭრა ხაშურში არა, 19 წლის ბიჭს ყელი გაომოჭრეს ის არაფერ. მეცოდებით ზოგოერთები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?