მორიგი სისასტიკე საქართველოში - საგურამოში ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს (+15)
მორიგი სისასტიკე საქართველოში - საგურამოში ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს (+15)
საზოგადოების დამოკიდებულება ცხოველებისადმი საზოგადოების განვითარების დონის მაჩვენებელია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხშირია ცხოველებზე ძალადობა, რაც დაუსჯელობითაა განპირობებული.

"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" (GSPSA)
თავის ფეისბუქ გვერდზე ცხოველისადმი განხორციელებული სისასტიკის ფაქტის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

გთავაზობთ უცვლელად:

”2018 წელი ცხოველისადმი განსაკუთრებული სისასტიკით დაიწყო. ამჯერად ძაღლის მოკვლა ცეხცხლსასროლი იარაღიდან მოხდა საგურამოში.

ამ ძაღლს ყურადღებას აქცევდა ერთი კარგი პიროვნება. ძაღლი საგურამოში ქუჩაში ცხოვრობდა უკვე 4 წელი. ის არ იყო აგრესიული და ენდობოდა ადამიანებს. მეურვემ მკვდარი ძაღლი 13 იანვარს იპოვნა. ძაღლს შუბლის არეში ეტყობა ცეცხლსასროლი
იარაღიდან მიყენებული დაზიანება. GSPSA-სთან საუბრისა და კონსულტაციის შემდეგ გამოძახებული
იქნა პოლიცია, ხოლო ძაღლის გვამი გადატანილი იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში პათანატომიური კვეთისა და ექსპერტიზის დასკვნისათვის.

GSPSA მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმის კონტროლზე აყვანის მიზნით.

ცხოველისადმი სისასტიკის ფაქტის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 593 322 159

Zooclub

მენტორი
ჭკუის კოლოფებო, თუ აპროტესტებთ ნადირობას, ცხოველთა დაკვლაც გააპროტესტეთ, რადგან ცხოველისთვის სულ ერთია, დანით მოკლავენ თუ თოფით, ან საჭმელად თუ გასართობად. შველი რომ გეცოდებათ და ბიზონი არა, ასეთებს არაფერს გეტყვით – აზრი არ აქვს.
bebe-s
კრიტიკა თქვენთვის ლათინური სიტყვაა და წყელვა კრულვას ნიშნავს არა და ადამიანს სულმყრალი რომ ეზახო. ათასი წელი, მონადირები ადამიანებთან ურთიერთობენ და არა სისულელეზე ჩაციკლულ დაბოღმილ არსებებთან. ისე ერთს გეტყვი, ავ ენებს რომ უჯერებ და ადამიანზე ისე გაქვს წარმოდგენა ზუსტად ესაა შენი და შენნაირების პრობლემა, სად გაგიგია მონადირეს ძაღლი გადაეგდოს, გაიგე რაღაც სისულელე და წერ მონადირეების ბრალია მაწანწალა ძაღლები რომაა ქალაქშიო. თავის მოწონება ვისთან, ადამიანებთან რომელის საღად ვერ აზროვნებს და ყურმოკრულ ამბები მოაქვს არგუმენტებად.
bebe
მონადირეებო, თუ არ მოგწონთ კრიტიკა, ამ საიტზე ნუ შემოხვალთ, უამრავი საიტია თქვენთვის და იქ მოიწონეთ თავი. პ.ს. როგორც ,,ავი'' ენები ამბობენ, მონადირეები, ყველაზე მატყუარა და მკვეხარა ხალხია მსოფლიოში.))))))))))))))))
bebe
...სს-ს ისე, რომ იცოდე სტატისტიკის მიხედვით საგრძნობლად გაზრდილია მონადირე ჯიშის მაწანწალა ძაღლების რაოდენობა, რომლებიც ვაიმონადირეებმა გამოყარეს ქუჩაში. აი, ეს არის მონადირის ნამდვილი სახე. დანარჩენზე შენთან ლაპარაკს აზრი აღარ აქვს, აბა, შენ იცი, მიდექი და ხოცე რაც უპატრონო ძაღლებია საქართველოში.
ლელუკას-ს და მის დამქაშებს
თუმცა ერთი იგავი მახსენდება, მგელი და ვირი რომ დაიბს მგელი ეუბნება ბალახი მწვანეოა ვირი კი ლურჯიო, ვერაფერს გააგებინებს და ლომთან მივლენ ლომი კი მგელს დასჯის, მართალი ხარ, მაგრამ ვირთან რატომ გაიყადრე თავიო. აზრი არ აქვს თქვენთან საუბარს. სანამ ადამიანი მეორე ხარისხოვანია თქვენთვის და ვითარებაში გაურკვევლად მის სიკვდილს ითხოვთ და უკანასკნელი სიტყვებით წყევლით. ნუ გავიწყდებათ ადამიანს აქვს თავდაცვის უფლება ეს ცხოველზეც ვრცელდება. მაგრამ ამას თქვენ ვერ გაიგებთ, აზრი არა აქვს რამეზე საუბარს თქვენთან. კარგად ბრძანდებოდეთ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?