სიახლეები
შავი ზღვის ბინადარი დელფინების კვლევაში ქართველ სპეციალისტებს ჰოლანდიელი მეცნიერები დაეხმარებიან

თბილისი. 11 ოქტომბელი “ინტერპრესნიუსი“ - თბილისის ზოოპარკის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის დელფინარიუმისა და ჰოლანდიელი მეცნიერების ერთობლივი ინიციატივით, 12-13 ოქტომბერს, ბათუმის დელფინარიუმში საერთაშორისო სემინარი „ზღვის ძუძუმწოვრების დიაგნოსტიკა და ეკოლოგია“ ტარდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ზოოპარკიდან აცნობეს, სემინარის მიზანია, შავი ზღვის ძუძუმწოვრების პოპულაციის კვლევა, დაავადებების კონტროლი და დიაგნოსტიკის მიმართულების განვითარება.
სემინარის ფარგლებში ქართველ სპეციალისტებს გამოცდილებას გაუზიარებენ წამყვანი ჰოლანდიელი პათანატომები და ვეტექიმები. ზღვის ძუძუმწოვრებთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე პროექტებს, ჩატარებულ სამუშაოებსა და კონკრეტულ მაგალითებს განიხილავენ ქართველი მეცნიერები.
ბოლო პერიოდში საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, გახშირდა დელფინების გამორიყვის ფაქტები. გამომწვევ მიზეზებს სხვადასხვაგვარად ხსნიან. საზოგადოებისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი მასობრივი დაავადებების ვერსიაა. დელფინების გამორიყვის მიზეზების დასადგენად საფუძვლიანი სამეცნიერო მუშაობაა საჭირო, რაც სხვადასხვა სახის პათანატომიურ კვლევებს, ანალიზებსა და შესაბამის გამოცდილებას გულისხმობს. სწორედ ამ მიმართულების განვითარებისთვის დაუკავშირდნენ ერთმანეთს ქართველი და ჰოლანდიელი სპეციალისტები. ჰოლანდიელი მეცნიერების ჯგუფი ამავე ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ექიმი პათოლოგანატომის, ალექსი ბაიდოშვილის თაოსნობით (GIMPHA - ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის ზოოპარკის კონსულტანტი ლაბორატორიული დიაგნოსტიკის დარგში) პარტნიორობის გაგრძელებას სამომავლოდაც აპირებს.
„ეს ჰოლანდიელ მეცნიერებთან თანამშრომლობის პირველი ეტაპია. სამომავლოდ ცოდნის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების გარდა, თანამედროვე ლაბორატორიის გაკეთებასაც ვგეგმავთ, რასაც გადამწყვეტი როლი ექნება საქართველოში ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების განვითარებაში“, -განაცხადა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა, ილიაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ გურიელიძემ.
11.10.2017
ბიოლოგი ნინო ინასარიძე მოსახლეობას სახლის პირობებში ფაროსანას გასანადგურებლად რეკომენდაციებს აძლევს
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა,
11.10.2017
ამერიკაში კოლეჯების 70% მოსწავლეებს ვეგანურ კვებას სთავაზობს
ამერიკაში კოლეჯებისა და უნივერსიტეტების 70% ერთი ვეგანური კვების ერთ ყოველდღიურ ვარიანტს მაინც სთავაზობს მოსწავლეებს.

11.10.2017
სურსათის ეროვნული სააგენტო ადასტურებს, რომ თბილისში აღმოჩენილი მწერი აზიური ფაროსანაა
"თბილისში აღმოჩენილი მწერი აზიური ფაროსანაა", - სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ
10.10.2017
7 თვის ბავშვმა აზიური ფაროსანა გადაყლაპა
ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში 7 თვის ბავშვმა აზიური ფაროსანა გადაყლაპა.
09.10.2017
ტემპერატურის მატებასთან ერთად, ფაროსანა საცხოვრებლებიდან კვლავ ნათესებში ინაცვლებს, სადაც კონკრეტული ლოკაციები იწამლება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის გავრცელების კერებში ლოკალურ ღონისძიებებს ატარებს.
09.10.2017
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში 110 ათას ჰექტრამდე ფართობი შეიწამლა
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში 110 ათას ჰექტრამდე ფართობი შეიწამლა.
07.10.2017
McDonald's-მა ვეგანური ჰამბურგერი McVegan გამოუშვა
McDonald's -მა გადაწყვიტა, დროს ფეხი აუწყოს და გამოუშვა ვეგანური ჰამბურგერი, რომელიც მცენარეულ ინგრედიენტებს შეიცავს.
07.10.2017
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე სასჯელს ამკაცრებს
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება გეგმავს, მაქსიმალური სასჯელი ცხოველის მიმართ
06.10.2017
მგზავრი პოლიციელებმა თვითმფრინავიდან ძალის გამოყენებით ჩაიყვანეს, მიზეზი ძაღლებზე ალერგია იყო (+ვიდეო)
შემთხვევა Southwest Airlines-ის თვითმფრინავის ბორტზე მოხდა. ის ბალტიმორიდან (აშშ) ლოს-ანჯელესში მიფრინავდა. ქალმა ძლიერი ალერგიის გამო,
02.10.2017
იმერეთის სამ მუნიციპალიტეტს აზიური ფაროსანას შესაწამლი პრეპარატები დაურიგეს
იმერეთის მუნიციპალიტეტებს დღეს მავნებელი მწერის, აზიური ფაროსანას შესაწამლი პრეპარატები დაურიგეს.
01.10.2017
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში დაახლოებით 25 ათასამდე მიუსაფარი ძაღლია
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ ფხალაძის ინფორმაციით,
29.09.2017
შვეიცარიის ზოგიერთ ზოოპარკში მტაცებელი ცხოველების გამოკვება შინაური ცხოველებით დაიწყეს
შვეიცარიის ზოგ ზოოპარკში მტაცებლებს აჭმევენ შინაურ ცხოველებს, რომლებიც დამთვალიერებლებს მოაქვთ.
29.09.2017
კიევში, უკრაინის ნაციონალური ცირკის ფასადზე გამოფინეს ფირნიში წარწერით ”ცხოველების გარეშე”
უკრაინის ნაციონალური ცირკის ფასადზე, კიევში გაჩნდა ფირნიში წარწერით ”ცხოველების გარეშე”, რომელიც ცირკში ცხოველების ექსპლუატაციის აკრძალვისკენ მოუწოდებს.
29.09.2017
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?