შავი ზღვის ბინადარი დელფინების კვლევაში ქართველ სპეციალისტებს ჰოლანდიელი მეცნიერები დაეხმარებიან
შავი ზღვის ბინადარი დელფინების კვლევაში ქართველ სპეციალისტებს ჰოლანდიელი მეცნიერები დაეხმარებიან

თბილისი. 11 ოქტომბელი “ინტერპრესნიუსი“ - თბილისის ზოოპარკის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის დელფინარიუმისა და ჰოლანდიელი მეცნიერების ერთობლივი ინიციატივით, 12-13 ოქტომბერს, ბათუმის დელფინარიუმში საერთაშორისო სემინარი „ზღვის ძუძუმწოვრების დიაგნოსტიკა და ეკოლოგია“ ტარდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ზოოპარკიდან აცნობეს, სემინარის მიზანია, შავი ზღვის ძუძუმწოვრების პოპულაციის კვლევა, დაავადებების კონტროლი და დიაგნოსტიკის მიმართულების განვითარება.
სემინარის ფარგლებში ქართველ სპეციალისტებს გამოცდილებას გაუზიარებენ წამყვანი ჰოლანდიელი პათანატომები და ვეტექიმები. ზღვის ძუძუმწოვრებთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე პროექტებს, ჩატარებულ სამუშაოებსა და კონკრეტულ მაგალითებს განიხილავენ ქართველი მეცნიერები.
ბოლო პერიოდში საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, გახშირდა დელფინების
გამორიყვის ფაქტები. გამომწვევ მიზეზებს სხვადასხვაგვარად ხსნიან. საზოგადოებისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი მასობრივი დაავადებების ვერსიაა. დელფინების გამორიყვის მიზეზების
დასადგენად საფუძვლიანი სამეცნიერო მუშაობაა საჭირო, რაც სხვადასხვა სახის პათანატომიურ კვლევებს, ანალიზებსა და შესაბამის გამოცდილებას გულისხმობს. სწორედ ამ მიმართულების განვითარებისთვის დაუკავშირდნენ ერთმანეთს ქართველი და ჰოლანდიელი სპეციალისტები. ჰოლანდიელი მეცნიერების ჯგუფი ამავე ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ექიმი პათოლოგანატომის, ალექსი ბაიდოშვილის თაოსნობით (GIMPHA - ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის ზოოპარკის კონსულტანტი ლაბორატორიული დიაგნოსტიკის დარგში) პარტნიორობის გაგრძელებას სამომავლოდაც აპირებს.
„ეს ჰოლანდიელ მეცნიერებთან თანამშრომლობის პირველი ეტაპია. სამომავლოდ ცოდნის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების გარდა, თანამედროვე ლაბორატორიის გაკეთებასაც ვგეგმავთ, რასაც გადამწყვეტი როლი ექნება საქართველოში ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების განვითარებაში“, -განაცხადა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა, ილიაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ გურიელიძემ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?