შვეიცარიის ზოგიერთ ზოოპარკში მტაცებელი ცხოველების გამოკვება შინაური ცხოველებით დაიწყეს
შვეიცარიის ზოგიერთ ზოოპარკში მტაცებელი ცხოველების გამოკვება შინაური ცხოველებით დაიწყეს
შვეიცარიის ზოგ ზოოპარკში მტაცებლებს აჭმევენ შინაურ ცხოველებს, რომლებიც დამთვალიერებლებს მოაქვთ.
ციურიხის ზოოპარკის დირექტორი, ალექს რუბელი ამტკიცებს, რომ მათ უტოვებენ კურდღლებს, ზღვის გოჭებსა და მოშინაურებულ ვირთხებს, რომლებიც ხალხს უკვე არ სჭირდებათ.

სხვა ცხოველების, მათ შორის კატებისა და ძაღლების დატოვებაზე დაწესებულება უარს ამბობს.
ვეტერინარი კლავს ზღვის გოჭებს ან კურდღლებს, შემდეგ კი მათ ვეფხვებს, ლომებსა და ირბისებს უყრიან საკვებად”, - განმარტა რუბელმა.

ბერნის ზოოპარკ Daehlhoelzli-შიც მიყავთ შინაური ცხოველები. ზოოპარკის თანამშრომელი მარკ როსეტი ამტკიცებს, რომ ეს კვირაში ხუთჯერ ხდება. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით მღრღნელებს ეხება.
სწორედ ამ მღრღნელებით კვებავენ ზოოპარკში მცხოვრებ მტაცებლებს.

ივნისში უცხო ადამიანმა ჩინეთის ქალაქ ჩაჩჟოუს ზოოპარკში ვეფხვს შესაჭმელად
ცოცხალი ვირი დაუტოვა. შემდეგ მათ სცადეს მტაცებელი თხით გამოეკვებათ, მაგრამ ხელი დამთვალიერებლებმა და ზოოპარკის დაცვის წევრებმა შეუშალეს. ივლისში დაღუპულ ვირს ძეგლი დაუდგეს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?