მგზავრი პოლიციელებმა თვითმფრინავიდან ძალის გამოყენებით ჩაიყვანეს, მიზეზი ძაღლებზე ალერგია იყო (+ვიდეო)
შემთხვევა Southwest Airlines-ის თვითმფრინავის ბორტზე მოხდა. ის ბალტიმორიდან (აშშ) ლოს-ანჯელესში მიფრინავდა. ქალმა ძლიერი ალერგიის გამო, ეკიპაჟის თანამშრომლებს ძაღლების თვითმფრინავიდან გაყვანა სთხოვა, თუმცა, მან ალერგიის დამადასტურებელი ცნობა ვერ წარმოადგინა.

ავიაკომპანიის პოლიტიკის თანახმად, მას თვითმფრინავის დატოვება სთხოვეს. მგზავრმა წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც ინციდენტში პოლიცია ჩაერთო.

მგზავრებს შორის ორი ძაღლი იყო. ერთ-ერთი მათგანი - კომპანიონი, რომელიც პატრონს ემოციური მდგომარეობის დროს ამშვიდებდა, ხოლო მეორე - უბრალოდ შინაური ცხოველი.

"ჩვენი წესების თანახმად, სამედიცინო ცნობის არ ქონის შემთხვევაში, უფლება გვაქვს მგზავრის მოთხოვნა არ დავაკმაყოფილოთ", - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

ქალმა
პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია. ის თვითმფრინავში დარჩენის უფლებას ითხოვდა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა სალონიდან გაყვანის დროს შარვალიც
კი შემოახიეს.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო კადრები ერთ-ერთმა მგზავრმა გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა. "სამმა პოლიციელმა უხეშად დაარღვია კანონი და ქალი თვითმფრინავიდან ძალის გამოყენებით ჩაიყვანა", - წერს ვიდეოს ავტორი.

Zooclub

მგზავრებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც ქალს უყვიროდნენ დაუყოვნებლივ დაეტოვებინა თვითმფრინავი.

იხილეთ ვიდეო

Southwest Airlines-ის წესების შესაბამისად, თუ მგზავრი ალერგიის ცნობას წარმოადგენს, მას ცხოველისგან მოშორებით დასვამენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უფლებას იტოვებენ, მომსახურებაზე უარი თქვან და მგზავრს თვითმფრინავი დაატოვებინონ. ინციდენტის შემდეგ, მომხდარის გამო, კომპანიის წარმომადგენლებმა ქალს ბოდიში მოუხადეს.


inga
ამ დილით ბავშვთან სკოლაში მივდიოდი სანაგვე ურნაიდან წკავწკავი მომესმა ჩავიხედე ურნაში და ერთჯერად ცელოფანში გახვეული ლეკვი იყო. ვიღაც მადლიანმა ამომაყვანინა და თვალები ჯერ კიდევ ახელილიც არ ჰქონდა საცოდავს. იმ კაცმა მთხოვა მე წავიყვან შენ თუ არ გინდაო და გავატანე (რადგან მე უკვე მყავს პუდელი). რატომ ვწერ ახლა ამდენს, იქნებ ცხოველთა დამცველებმა დადგან სპეციალური ურნები სადაც ასეთ ლეკვებს დასვამენ ეს უჯიშოები და შემდეგ ცხოველთა თავშესაფარში მოხდება მათი გადაყვანა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?