McDonald's-მა ვეგანური ჰამბურგერი McVegan გამოუშვა
McDonald's-მა ვეგანური ჰამბურგერი McVegan გამოუშვა
McDonald's -მა გადაწყვიტა, დროს ფეხი აუწყოს და გამოუშვა ვეგანური ჰამბურგერი, რომელიც მცენარეულ ინგრედიენტებს შეიცავს.

ახალი ჰამბურგერი, სახელად McVegan 4-ი, ოქტომბრიდან 21 ნოემბრამდე ჯერ მხოლოდ ტამპერეში (ფინეთი) გაიყიდება, რათა სამომხმარებლო მოთხოვნა შეაფასონ.

კრისტოფერ რიონბლადმა (McDonald's-ის მარკეტინგის დირექტორი ფინეთში) ფინეთის მედიის წარმომადგენელთან განაცხადა, რომ ჰამბურგერი საცდელი ტესტირების ნაწილია და მისი წარმატება განსაზღვრავს, წარუდგენს თუ არა McDonald's-ი მას მსოფლიოს.

”გამოხმაურება, რომელიც უკვე მივიღეთ საკმაოდ პოზიტიურია”, - აღნიშნა რიონბლადმა.

McDonald's-ის ცნობით, McVegan-ი შეიცავს სოიოს, ფუნთუშას, სალათის ფურცლებს, პომიდორს, ხახვს, მჟავე კიტრს ”მაკფეისტის” სოუსთან ერთად, რომელიც,
რა თქმა უნდა, ცხოველური ინგრედიენტების გარეშეა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?