სურსათის ეროვნული სააგენტო ადასტურებს, რომ თბილისში აღმოჩენილი მწერი აზიური ფაროსანაა
სურსათის ეროვნული სააგენტო ადასტურებს, რომ თბილისში აღმოჩენილი მწერი აზიური ფაროსანაა
"თბილისში აღმოჩენილი მწერი აზიური ფაროსანაა", - სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შემოწმება თბილისსა და მის შემოგარენში არსებულ ყველა პარკში ჩატარდება.

ამასთან, როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ვაკის პარკი შეიწამლება.

"ერთ კონკრეტულ ადგილასაა იქ მოდებული, რადგან ამ მწერს ჯგუფური თანაცხოვრება ახასიათებს", - განაცხადა ლიპარტიამ. 

მისივე თქმით, ხაფანგები განთავსდება ყველა სხვა პარკში, ასევე თბილისის შემოგარენში მდებარე ტყე-პარკებში. 

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?