ამერიკაში კოლეჯების 70% მოსწავლეებს ვეგანურ კვებას სთავაზობს
 ამერიკაში კოლეჯების 70% მოსწავლეებს ვეგანურ კვებას სთავაზობს
ამერიკაში კოლეჯებისა და უნივერსიტეტების 70% ერთი ვეგანური კვების ერთ ყოველდღიურ ვარიანტს მაინც სთავაზობს მოსწავლეებს.

იმ დროს, როდესაც 2014 წელს სასწავლო დაწესებულებების მხოლოდ 28%-ის მენიუში შეხვდებოდით ვეგანურ საკვებს.

"VegNews"-ის ცნობით, ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის გამოკითხვით, 1500 კოლეჯში აღმოაჩინეს, რომ კოლეჯების 19%-ს სასადილოების სრულიად ვეგანური განყოფილება გააჩნიათ - 2016 წელს ასეთი სასადილო მხოლოდ 9%-ს გააჩნდა.

პეტა2-ის ახალგაზრდული ინფორმაციულ-პროპაგანდისტული კამპანიის დირექტორი პარტა ჰოლმბერგი იტყობინება, რომ სტუდენტური ვეგანური ორგანიზაციების წარმომადგენლები აღფრთოვანებულები არიან ამ სიახლის შემოღებით.

ვეგანური ტიპის კვება უფრო და უფრო პოპულარული ხდება. სასადილოებში ვეგანური სექციების შექმნის იდეა, სადაც არ არის ხორცი, კვერცხი, ან რძის ნაწარმი, უკვე არ იწვევს
კამათს, როგორც ეს სულ რამდენიმე წლის წინ იყო”, - ამბობს ჰოლმბერგი.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?