ეს 6 საკვები პროდუქტი არასოდეს მისცეთ თქვენს კატას
ეს 6 საკვები პროდუქტი არასოდეს მისცეთ თქვენს კატას
არა მარტო ძაღლს, არამედ კატასაც უყვარს ადამიანის საკვები. ის ძალიან ცნობისმოყვარე არსებაა - აინტერესებს ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება. კატას აქვს ძალიან მგრძნობიარე კუჭი, ამიტომ ბევრი პროდუქტი, რაც ადამიანისთის სასარგებლოა, მისთვის შეიძლება მოწამვლის მიზეზი გახდეს.

შოკოლადი

შოკოლადი შეიცავს კოფეინსა და თეობრომს. ორივე მათგანი კატისთვის მომწამვლელი ნივთიერებაა. შოკოლადის მიღებიდან რამდენიმე წუთში კატას ეწყება გულისრევა და დიარეა. ამ პორდუქტმა შესაძლოა გამოიწვიოს გულისა და ნერვიული სისტემის პრობლემებიც.

ქსილიტი

ქსილიტს იყენებენ საკონდიტრო ნაწარმის დასამზადებლად. ის ასრულებს შაქრის მაგივრობას. ეს ნივთიერება დიდი რაოდენობითაა კანფეტებში, სხვადასხვა
ცომეულ ნაწარმში, კბილის პასტებში, საღეჭ რეზინაში. მოარიდეთ თქვენს ბინადარს მსგავსი საკვები, რადგან ამ ნივთიერების მიღებისგან
შეიძლება ცხოველს თირკმელების უკმარისობა განუვითარდეს.

ყურძენი და ქიშმიში

ყურძენი და ქიშმიში კატისთვის მომწამვლელი პროდუქტებია, მისმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა, დიარეა და თირკმელების დაზიანება.

რძე და რძის პროდუქტები

კნუტმა შესაძლოა გადაამუშავოს მცირე რაოდენობით რძის პროდუქტები, თუმცა, ზრდასრულ კატას ლაქტოზას აუტანლობა აქვს. რძის ნაწარმის მიღებამ შეიძლება კატას განუვითაროს დიარეა და კუჭ-ნაწლავის ტკივილი.

მარილი

მარილიანმა საკვებმა შეიძლება კატის ორგანიზმში გამოიწვიოს ელექტროლიტური დისბალანსი, ხოლო შემდეგ - დეჰიდრატაცია.

ძაღლისთვის განკუთვნილი სპეციალური საკვები

თუ თქვენს სახლში ბინადრობს კატაც და ძაღლიც, ცნობისმოყვარე კატა თავისი მეგობრის საკვებს აუცილებლად მიეპარება. მცირე რაოდენობით ძაღლის საკვები მისთვის საზიანო არ არის, თუმცა, ამ ორი ცხოველის ორგანიზმი გარკვეულ პროდუქტებს სხვაგვარად იღებს. იმისათვის, რომ კატამ არ დააგემოვნოს ძაღლის სასუსნავი, მათი ჯამები მოათავსეთ სხვადასხვა ოთხში და ერთდროულად დაუდეთ საკვებიც.

mao
ბავშვობიდან კატები მყავს და ჯერ არ მინახია რძეს ან რძის პროდუქტს კატა მოეწამლოს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?