5 საშიში საკვები პროდუქტი კატებისთვის
5 საშიში საკვები პროდუქტი კატებისთვის
კატას შეიძლება საკვების მრავალფეროვანი რაციონით გაუმასპინძლდეთ, ამ ცხოველს საოცარად კარგი იმუნიტეტი აქვს, თუმცა, არის საკვები პროდუქტები, რომლებმაც შესაძლოა მის ორგანიზმს ზიანი მიაყენოს. სწორედ ამის შესახებ წერს ექიმი ვეტერინარი თინა ვისმერი. 


ხახვი და ნიორი

Zooclub

კატისთვის ხახვისა და ნიორის მიღება საზიანოა. ამ პროდუქტებმა შესაძლოა სისხლის წითელი უჯრედების, ანუ ერითროციტების დარღვევა გამოიწვიოს და ცხოველს ანემია განუვითარდეს. ეს პროდუქტები წამლავს ცხოველის ორგანიზმსაც.

უმი კვერცხი

Zooclub

უმმა კვერცხმა კატას შესაძლოა სალმონელოზი განუვითაროს,  ასევე - დიარეა, ხოლო ცხოველიდან ადამიანზე სალმონელოზის გადადების რისკი საკმაოდ მაღალია.

ალკოჰოლი

Zooclub

უდავოა, კატა
ალკოჰოლს არ დალევს, თუმცა, არიან კატები, რომლებიც ეტანებიან ტკბილეულს (ნამცხვარი, ტორტი), ამ პროდუქტებში ხშირად გამოიყენებენ
ალკოჰოლს, ამიტომ, თუ თქვენი ბინადარი ტკბილეულს ეტანება, სასურველია, მსგავს საკვებს მოარიდოთ. მცირე რაოდენობით ალკოჰოლიც კი, შესაძლოა საშიში იყოს თქვენი ბინადრისთვის.

უმი თევზი

Zooclub

ისევე როგორც უმი კვერცხი, უმი თევზიც შესაძლოა მომწამვლელი იყოს თქვენი ბინადრისთვის. ექიმ თინა ვისმარის თქმით, უმი თევზი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც კატის ორგანიზმში არსებულ თიამინს (B1 ვიტამინს) ზიანს აყენებს, რის შემდეგაც თქვენს ბინადარს შესაძლოა ნევროლოგიური პრობლემები შეექმნას.

თინუსი 

Zooclub

ამ თევზის სახეობამ შესაძლოა თქვენი ოთხფეხა ბინადრის ორგანიზმის მოწამვლა გამოიწვიოს. არაფერი მოხდება, თუ რამდენიმეჯერ გაასინჯებთ (ძალიან მოსწონთ კატებს ამ თევზის გემო), თუმცა, სისტემატურად თინუსის მიღება საზიანოა თქვენი კატის ორგანიზმისთვის.


"ჩვენი ბინადრების ორგანიზმის აგებულება რადიკალურად განსხვავდება ადამიანის ორგანიზმისგან. როდესაც შინაური ბინადარი მოგყავთ სახლში, აუცილებელია მისი კვების რაციონზე ვეტერინარს შეუთანხმდეთ."- ამბობს ექიმი თინა ვისმერი.

ასევე იხილეთ:

რომელი მცენარეა საშიში თქვენი ბინადრისთვის

ნატურალური კვება კნუტისთვის და კატისთვის

რამდენიმე საკვები პროდუქტი, რომელიც ძაღლისთვის საზიანოა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?