error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/182386ee49943539ad33fae6407b5b86.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ნატურალური კვება კნუტისთვის და კატისთვის
ნატურალური კვება კნუტისთვის და კატისთვის
იცით, როგორ კვებოთ თქვენი კნუტი? მისთვის განკუთვნილი სპეციალური საკვებით, თუ ნატურალურით?

რამდენიმე რჩევა ნატურალურ კვებასთან დაკავშირებით.

თუ თქვენს კნუტს კვებავთ მხოლოდ ნატურალური საკვებით, აუცილებელია მიაქციოთ ყურადღება რამდენიმე წესს:

მისთვის განკუთვნილი საკვები სასურველია, იყოს მრავალფეროვანი. თუ კატა პატარაობიდანვე არ შეეჩვია, გარკვეული კვების რაციონს, მომავალში შეიძლება გაგიჭირდეთ მისი სწორად კვება. ამიტომ, კნუტობის პერიოდიდანვე შესთავაზეთ მას სხვადასხვა პროდუქტი, რათა თქვენი ოთხფეხა მეგობარი არ გახდეს წუნია და მისთვის სასარგებლო პროდუქტებით იკვებოს.

არასოდეს აჭამოთ თქვენს კატას მაგიდიდან, იმას, რასაც თქვენ მიირთმევთ - ადამიანის საკვების უმეტესობა,
მისთვის არ არის სასარგებლო და შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავური პრობლემები.

თუ ერთხელ მაინც მისცემთ ნებას, რომ
თქვენი თეფშიდან, ან მაგიდიდან აიღოს საკვები, კატა ამას მიეჩვევა და მომავალში თქვენვე შეგიქმნით დისკომფორტს.

არ მისცეთ საკვებად შებოლილი, მარილიანი ან მწარე საკვები, ეს ძალიან მავნებელია კატისთვის.

კნუტისთვის (კატისთვის) ასევე არ შეიძლება ძვლის მიცემა, განსაკუთრებით ქათმის, რადგან ძვალმა შეიძლება მას საჭმლის მომნელებელი ორგანოები დაუზიანოს.

თუ თქვენს კატას ნატურალური საკვებით კვებავთ, არ დაგავიწყდეთ, პერიოდულად დაუმატოთ მის რაციონს ვიტამინები და მინერალები (კონსულტაცია გაიარეთ ვეტერინართან).

პირველ რიგში, გაასინჯეთ თქვენს კნუტს საქონლის ან ქათმის ხორცი, მაგრამ არა ღორის, რომელიც ზედმეტად ცხიმიანია (განსაკუთრებით საზიანოა პატარა კნუტებისთვის), ამასთანავე ღორის ხორცის მიცემის შემთხვევაში შესაძლოა კატა დაავადდეს ჭიებით.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბევრი თევზის მიცემაც არ არის კატისთვის რეკომენდებული, სასურველია პატარა ულუფა ზღვის თევზი აჭამოთ და ისიც მხოლოდ კვირაში ერთხელ. ხორცის მიცემა შეიძლება როგორც მოხარშული, ასევე უმი (მოუხარშავი) სახით.

კნუტებისთვის რძის პროდუქტები ყველაზე საყვარელი "სადილია", მაგრამ არ დაალევინოთ ძროხის ნატურალური რძე, ის შეიცავს ლაქტოზას, რომელიც საზიანოა მისთვის. რძის პროდუქტებიდან კატისთვის ყველაზე სასარგებლოა მაწონი, კეფირი და სხვა მჟავე-უცხიმო რძის პროდუქტი.

თქვენს ახალ ბინადარს შესთავაზეთ ასევე კვერცხის გულთან არეული უცხიმო ხაჭო (გოგლი-მოგლი), კნუტს ის ძალიან მოეწონება. ამასთანავე არ დაგავიწყდეთ პერიოდულად თქვენი კატა "გაათამამოთ" უცხიმო ყველითა და არაჟნით.

თითქმის ყველა კატა დიდი სიამოვნებით მიირთმევს კვერცხს, ეს მათთვის ნამდვილი დელიკატესია, ამიტომ მოხარშული კვერცხი ჩართეთ კნუტის (კატის) რაციონში კვირაში 2-ჯერ. ის ბზინვარებას შეჰმატებს კატის ბეწვს.

თქვენი ოთხფეხა მეგობრის სრულყოფილად განვითარებისთვის სასურველია რაციონში ჩართოთ ხილი და ბურღულეული. პატარა კნუტისთვის სასარგებლოა წყალზე, ან ბულიონზე მომზადებული ფაფა. ფაფის გასაკეთებლად გამოიყენეთ სხვადასხვა ბურღულეული, მაგრამ არა შვრიის ან ხორბლის, რომელიც იწვევს მუცლის შებერილობას. ფაფაში ასევე შეგიძლიათ შეურიოთ ხილი ან ხორცი.

ყოველდღე გამოუცვალეთ კნუტს (კატას) სასმელი წყალი. მშრალი კვების დროს კატებში წყლის მოთხოვნილება დაახლოებით 4-ჯერ იზრდება.

კატები ხშირად ილოკავენ თავის ბეწვს, რომელიც ლოკვის დროს ეყლაპებათ. იმისათვის, რომ დაგროვილი ბეწვი უკან ამოიღონ, მისთვის საჭიროა ბალახების ჭამა. თუ თქვენი ოთხფეხა ბინადარი სულ სახლში გყავთ (არ გადის ეზოშო), იქონიეთ ბალახი ქოთანში - კატა მას პერიოდულად შეჭამს და გაისუფთავებს ნაწლავებს.
Zooclub
დაბოლოს, აუცილებელია თქვენს ოთხფეხა მეგობარს ჰქონდეს კუთხე საკვებისა და წყლის ჯამებისთვის, ასევე ტუალეტისთვის გამოყოფილი სპეციალური ადგილი. გაითვალისწინეთ, რომ საკვების და ტუალეტის ადგილები ერთმანეთისგან მოშორებით უნდა იყოს.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?