ცისფერი კატები
ცისფერი კატები
ასეთი კატების ბეწვი უფრო რუხია, ვიდრე ჩვეულებრივი ცისფერის რომელიმე ტონი. კატების შეფერილობის დახასიათებისას ამ ფერში ბაცი შავი იგულისხმება. მისი ინტენრივობა ინდივიდებს შორის მნიშვნელოვნად იცვლება.


ისტორია

ცისფერი საკმაოდ გავცელებული და აღიარებული შეფერილობაა, რადგან ბევრ ჯიშში გვხვდება და, ფაქტობრივად, ზოგიერთი მათგანის, კერძოდ, შარტრეზის და კორატის დამახასიათებელ ნიშნად ითვლება. ფერზე გავლენას ახდენს ბეწვის ტიპი, რომელიც შეიძება ვერცხლიფრად ბრწყინავდეს, განსაკუთრებით კარგი განათების დროს. ამ ეფექტს ბალნის ღია ვერცხლისფერი წვერები ქმნის- როცა კატა მოძრაობს, ისინი ციმციმს იწყებენ. ეს ყველაზე მეტად მოკლებეწვიან ცისფერ კატებში, განსაკუთრებით იმ
ჯიშებში შეინიშნება, რომელთაც სქელი თივთიკი არ აქვთ. ასეთებს მიეკუთვნება რუსული ჯიში, რომელსაც ადრე რუსული ცისფერი
ეწოდებოდა.

მოშენება

ბაცი შეფერილობის გენეტიკის თანახმად, ასეთი ინდივიდების, მაგალითად, სიცფერი კნუტების, გამოსაყვანად ორივე მშობელი აუცილებლად ცისფერი შეფერილობის უნდა იყოს. იმიტომ ,რომ ცისფერი აუტოსომური რეცესიული ნიშანია. მაშასადამე, ცისფერისა და სხვა კატის შეჯვარებისას ნაყარში გარკვეული რაოდენობით ცისფერი კნუტები მხოლოდ მაშინ გამოვლენ, თუ ცისფერი შეფერილობის გენი მეორე კატასაც აქვს, რაც გარეგნულად არ ჩანს. ზოგჯერ, განსაკუთრებით სპარსულ გერძელბეწვიან კატებში, ცისფრის ინტენსივობა ძალიან იცვლება. ეს კარგად ჩანს ერთი ნაყრის კნუტებშიც კი, ზოგადად, როგორც წესი, უპირატესობა ღია ცისფერი შეფერილობის კატებს ენიჭებათ.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?