სიამური
სიამური

სიამური კატა ე.წ. კოლორპოინტების ჯგუფის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. ასეთი კატების პოინტები, ანუ სხეულის პერიფერიული ნაწილები: სახე, ყურები, ფეხები, თათები და კუდი, როგორც წესი, უფრო მუქი ფერისაა, ვიდრე დანარჩენი სხეული.

ისტორია

ამ კატის წარმოშობის ადგილს თვითონ მისი სახელწოდება მიანიშნებს – იგი პირველად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ტაილანდში აღწერეს და ადრე სიამს უწოდებდნენ. ახალდაბადებული სიამური კნუტები თეთრები არიან, მაგრამ რამდენიმე დღეში სხეულის პერიფერიული ნაწილების ბეწვი იღებს განსხვავებულ ფერს, რისი ინტენსივობაც თანდათან ძლიერდება. ბეწვის ნახატი დამოკიდებულია სხეულის ტემპერატურაზე. პერიფერიული ნაწილები, ტანთან შედარებით, ოდნავ გრილია და
ამიტომ მუქდება. თუ კიდურს შევუხვევთ, იმ ადგილას ტემპერატურა მოიმატებს და ბეწვიც გაღიავდება. ბებერ სიამურ კატებს,
რომელთა სისხლის მიმოქცევა სუსტდება და სხეულის ტემპერატურა ეცემა, ტანზე ბეწვი უმუქდებათ და საგამოფენო მიმზიდველობა ეკარგებათ. ფერის შეცვლა გამოჩნდება გვერდებზე, რაც სხეულის ტემპერატურის ოდნავ დაწევაზე მიუთითებს

მახასიათებლები

სიამური კატები ათლეტური, ხალისიანი ცხოველები არიან და შესანიშნავად ერთობიან, როცა სახლში სათანადოდ მოწყობილი სავარჯიშო კუთხე აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ფარდებზე აცოცდნენ და დახიონ. ძვირფასი ნივთები კარადაში უნდა შეინახოთ. ალერსიანი და მოუსვენარი სიამური კატები ნამდვილი ექსტრავერტები არიან. ამ ჯიშისთვის დადგენილია ოთხი ტრადიციული ფერი: ბლუპოინტი, ლილაპოინტი, სილპოინტი და შოკოლადპოინტი, თუმცა უკანასკნელ წლებში სხვა, მათ შორის წითური, პოინტებიც გამოიყვანეს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?