ჭრელი კატები
დაჩრდილული ვერცხლისფერი

მართალია, უცებ ვერ შეამჩნევთ, მაგრამ დაჩრდილული ვერცხლისფერი გარკვეულწილად სპარსულ შინშილას ჰგავს.
04.05.2014
სპარსული შინშილა

სპარსული შინშილასთვის დამახასიათებელია გრძელი ბალანი მუქი წვერებით, რაც კონტრასტს ქმნის არა მხოლოდ ბალნის დანარჩენ მკრთალ უბნებთან, არამედ არაპიგმენტირებულ თივთიკთანაც.
04.05.2014
სიამური

სიამური კატა ე.წ. კოლორპოინტების ჯგუფის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია.
04.05.2014
ტორბი თეთრით

ეს სახელი შემოკლებული კუსფერი ტაბია თეთრით. ასეთ კატებს აქვთ კუსფერი ბეწვი, რომელზეც ზოლები და ლაქები იკვეთება.
04.05.2014
კალიკო


ბეწვის ნახატი, რომელსაც ეწოდება კალიკო, იგივე კუსფერი თეთრით, რაიმე კანონზომიერებას არ ექვემდებარება.
04.05.2014
აღმოსავლური ტიკირებული ტაბი

ზოგადად, სიტყვა ტაბი კატის რომელიმე ჯიშზე არ მიანიშნებს. ამ ტერმინში იმ გარკვეულ ნიშანთა ნაკრები იგულისხმება,
04.05.2014
ლაქებიანი ტაბი
ამბობენ, რომ ლაქებიანი ტაბი პირველად ძველ ეგიპტეში გამოიყვანეს. ბეწვის ეს ნახატი საკმაოდ ხშირია გარეულ კატებში.
04.05.2014
ზოლებიანი ტაბი



იგივე ვეფხვისებრი ტაბი _ კატის ბეწვის თავდაპირველი ნახატი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზოლები.

04.05.2014
კლასიკური ტაბი
მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური ტაბი შინაური კატის ბეწვის ერთ-ერთ უძველეს ნახატად ითვლება, XVI საუკუნემდე მის შესახებ ცნობები არ მოიპოვება.
04.05.2014
ლილისფერი ბიკოლორი რეგდოლი


ამ ჯიშთან დაკავშირებით ყველაზე მეტი ლეგენდა არსებობს. რეგდოლი აშშ-ში 1960-იან წლებში გაჩნდა, მაგრამ მერე საერთაშორისო მოწონება დაიმსახურა და ძალზე პოპულარული ოჯახის კატა გახდა.




ისტორია

ჯიშის გამომყვანის, ენ ბეიკერის, ვარაუდით, ეს კატები ტკივილის მიმართ უგრძნობნი არიან, რაც სიმართლეს არ შეეფერებოდა, თუმცა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამ ჯიშს რეგდოლი უწოდეს, რაც "ნაჭრის თოჯინას" ნიშნავს, რადგან ხელში აყვანის დროს მასავით მოდუნებულები არიან. რეგდოლის ესოდენ მიმზიდველი ბუნება სულაც არ არის გასაკვირი, რადგან მსოფლიოში ორი ყველაზე მშვიდი ჯიშის – სპარსული გრძელბეწვიანისა და ბირმულის მეტიზაციით არის გამოყვანილი. მისი წინაპარები ძლიერ მონადირულ ინსტინქტებს ისედაც არ ავლენენ, რეგდოლებმა კი, როგორც ჩანს, ადგილობრივი ველური ბუნების მიმართ ინტერესი საერთოდ დაკარგეს და ადამიანებთან ყოფნა ამჯობინეს. ამ თვისებამ განაპირობა მათი პოპულარობა ავსტრალიაში. რეგდოლები ევროპაში პირველად 1981 წელს ნახეს, როდესაც დიდ ბრიტანეთში ოთხი ინდივიდი შეიყვანეს.

ფერების სპექტრი

ამ ჯიშის ტრადიციული ფერებია: მუქი ყავისფერი (სილი), ცისფერი, ლილისფერი და შოკოლადისფერი, ბოლო დროს ამ სიას წითური და კრემისფერიც დაემატა. ბეწვის ნახატის მიხედვით არსებობენ: სოლიდპოინტი, ლინქსპოინტი და ტორტიპოინტი რეგდოლები, ასევე ტორბიპოინტი, რომელიც ლინქს და ტორტიპოინტების კომბინაციას წარმოადგენს. მართალია, მათ ბეწვი არ ეთელებათ, მაგრამ რეგდოლების მოვლა-დავარცხნა (გრუმინგი) მაინც საჭიროა, სულ მცირე კვირაში ორჯერ. კნუტებს შედარებით მოკლე ბეწვი აქვთ და კარგი იქნება ამ ასაკიდანვე მიეჩვივნენ მოვლის პროცედურებს. ეს ხელს შეუწყობს კატისა და პატრონის დაახლოებასაც.

04.05.2014
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?