ბირმული კატა
ბირმული კატა

ბირმული კატა საიდუმლოებით მოცული ცხოველია, რაც, მისი ისტორიიდან გამომდინარე, სულაც არ არის გასაკვირი. ყოველ შემთხვევაში, ის ერთგული კომპანიონია და თავს შესანიშნავად გრძნობს სახლის გარემოში. ამ გრძელბეწვიანი ჯიშის მოვლა რთული არ არის, რადგან ხშირი თივთიკი არ აქვს.


მოკლე დახასიათება

ულამაზესი ცისფერთვალა კომპანიონია
მშვიდი და სახლში ცხოვრების მოყვარული ჯიშია
ბუნებით ერთგულია
თათებზე გამოკვეთილი თეთრი უბნები აქვს

ისტორია

ბირმული კატის სამშობლოში, ბირმაში, მისი წინაპრები ტაძრებში ჰყავდათ. ისინი გარდაცვლილი ბერების რეინკარნაციად მიაჩნდათ. 1920-იან წლებში ორი ევროპელი ლაო-ცუნის ტაძრის ბერებს თავდამსხმელთა მოგერიებაში დაეხმარა, მათ მადლობის
ნიშნად ამ კატის წყვილი აჩუქეს. საფრანგეთში ცოცხალმა მხოლოდ ძუმ ჩააღწია, რომელმაც კნუტები დაყარა. ითვლება, რომ
ევროპაში ამ ორმა ინდივიდმა მისცა დასაბამი ყველა ბირმულ კატას. თუმცა აშკარაა, რომ ეს ხაზი შემდეგ სხვა ჯიშებთან შეჯვარების ხარჯზეც გაფართოვდა. ახლახან ტიბეტში ენთუზიასტებმა შეაღწიეს, რომელთა მტკიცებით, იქაურ კატებსაც მსგავსი გარეგნული ნიშნები აქვთ.


ნახატი და შეფერილობა

ბირმული კატის წინა თათებზე თეთრ უბნებს ხელთათმანები ეწოდება; ისინი უკანა ფეხებზე მეტად გამოკვეთილია და სახტომ სახსრამდე აღწევს. უკანა კიდურების ეს უბნები, რომელთაც ჩექმები ეწოდება, სიმეტრიული უნდა იყოს. დიდი ხნის განმავლობაში გამოფენებზე მხოლოდ სილპოინტ ბირმულ კატებს უშვებდნენ, შემდეგ ბლუპოინტებიც გამოჩნდნენ. ისინი სპარსულ გრძელბეწვიანთან შეჯვარებით გამოიყვანეს, რომლისაგანაც ეს ფერი მემკვიდრეობით მიიღო. მას შემდეგ ფართო სელექციური სამუშაოების შედეგად მრავალი სახესხვაობა გამოჩნდა, თუმცა ჯერ ყველას არ აქვს გამოფენებში მონაწილეობის უფლება.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?