რამდენიმე საკვები პროდუქტი, რომელიც ძაღლისთვის საზიანოა
რამდენიმე საკვები პროდუქტი,  რომელიც ძაღლისთვის საზიანოა
ჩვენს საყვარელ ბინადრებს, განსაკუთრებით მოსწონთ, ის რასაც ადამიანი მიირთმევს, რადგან შინაური ცხოველები, ყოველთვის ინტერესდებიან რითი იკვებება მისი პატრონი. ძაღლებს განსაკუთრებულად მოსწონთ ტკბილეული, რაც მათთვის საზიანოა. არიან ძაღლები, რომლებიც თითქმის ყველაფერს ჭამენ.

ადამიანისთვის განკუთვნილი საკვები, რომელიც შესაძლოა, საზიანო იყოს თქვენი ძაღლისთვის:

შოკოლადი: ალბათ გაგონილიც გექნებათ, რომ ძაღლისთვის შოკოლადი არასასურველი პროდუქტია და ეს სიმართლეა. შოკოლადი შეიცავს კოფეინ-სიმულატორს. ამ გემრიელი საკვების მიღებისას, ძაღლს შესაძლოა, დაეწყოს გულისრევა, დიარეა, გულის აჩქარება და ა.შ.

Zooclub

ყურძენი და ქიშმიში: იმ დროს როდესაც ეს პროდუქტი ადამიანისთვის სასარგებლოა, ამ საკვებმა
ძაღლის ორგანიზმში შესაძლოა, გამოიწვიოს ტოქსიკოზი და განუვითარდეს თირკმელების უკმარისობა.

Zooclub

ხახვი: ამ პროდუქტმა შეიძლება, პრობლემები შეუქმნას
თქვენს ოთხფეხა ბინადარს, მის ორგანიზმში ერითროციტების მომატებით.

Zooclub

ავოკადო: ეს მცენარე საზიანოა თქვენი ოთხფეხა ბინადარისთვის. ცხოველს შესაძლოა, მუცელი ასტკივდეს და სუნთქვის უკმარისობა განუვითარდეს.

Zooclub

ალკოჰოლი: ალკოჰოლის მძაფრი სუნიც კი, გარკვეულ  ზიანს აყენებს თქვენს ოთხფეხა ბინადარს. ეს სასმელი, ფაქტობრივად, საწამლავია ძაღლებისთვის.

Zooclub

ეს ნაწილია იმ საკვებისა, რაც თქვენი ცხოველისთვის საზიანოა. გაითვალიწინეთ, რომ ძაღლი არ არის ადამიანი. მისთვის არა ერთი საკვებია სასარგებლო, რასაც ადამიანი მიირთმევს. თუმცა, როდესაც თქვენს ოთხფეხა ბინადარს სუფრიდან რამეს მიაწოდებდეთ, დაფიქრდით. ეს ნამდვილად ის საკვებია, რაც მისთვის ნებადართულია?

ასევე იხილეთ:

რატომ ამბობს უარს საკვებზე ძაღლი?

10 შეცდომა ძაღლის კვებისას

9 სასარგებლო პროდუქტი თქვენი ძაღლებისთვის




თეა
თევზი შეიძლება ძაღლისთვის
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?