10 შეცდომა ძაღლის კვებისას
10 შეცდომა ძაღლის კვებისას
სწორი კვება - ჯანმრთლობაა. გთავაზობთ 10 შეცდომას, რომელიც შეიძლება დავუშვათ ძაღლის კვებისას ანუ რა არ უნდა ვაჭამოთ ძაღლს.
ძაღლის პატრონებს ხშირად წარმოდგენაც არ აქვთ, რამხელა ვნება მოაქვთ თქვენი ბინადარისთვის არასწორი კვებით.
ეხლა მოგიყვებით ყველაზე გავრცელებულ შეცდომაზე.

1. ცხელი ან ცივი პროდუქტებით კვება. ზედმეტად ცხელმა და ზემეტად ცივმა საკვებმა შეიძლება ადვილად ავნოს საკვების მომნელებელ სისტემას, გამოიწვიოს ტკივილი ან უფრო სერიოზული პრობლემები შექმნას.

2. კვება ყველაფრით, რაც ხელში მოგხვდებათ (პირდაპირ მაგიდიდან). კვება მაგიდიდან ძაღლის ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლას არღვევს, საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს და ასეთი
კვების მერე ძაღლი მისთვის სასარგებლო საჭმელზე უარს ამბობს.

3. ძვლებით კვება. ძვლებით კვებას მივყავართ კუჭის შეკრულობამდე,
ნაწლავის გახვრეტამდე და სხვა სერიოზულ პრობლემებამდე. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული, რომ ძაღლი არ შეჭამს ძვალს _ მაშინ სჯობს არ მისცეთ ასეთი საკვები.

4. ნატურალური კვება + მშრალი საკვები. არავითარ შემხვევაში არ აურიოთ მშრალი კვება და ნატურალური კვება, იმის გამო, რომ კვების ყოველ ტიპზე სხვადასხვა ტიპის საჭლის მომნელებელი სისტემა აგებს პასუხს. გარდა ამისა, მშრალი კვება ორგანიზმისგან მეტ წყალს მოითხოვს იმ დროს, როდესაც ნატურალური კვება წყალს უკვე შეიცავს. ამგვარად, ცხოველის ორგანიზმი ასე ვთქვათ, ტყუვდება და ვერ იღებს საჭირო რაოდენობის სითხეს.

5. კვება უხარისხო პროდუქტებით. ასეთმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა, ასევე პრობელემები საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ან უფრო სერიოზული პრობლემები.

6. არარეგულარული კვება. ძაღლი, რომელიც მოშინაურებულია და ჩვენს განრიგსაა აწყობილი განსხვავდება ველური მოძმისგან - მგლისგან, რომელსაც შეუძლია არარეგულარულად მიიღოს საკვები, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება, რომ კვება ჰქონდეს რეგულარული.

7. კვება ცხიმიანი პროდუქტებით. ცხიმიანი პროდუქტები, ასევე ღორის ხორცი არაა სასურველი ძაღლისთვის. ასეთი საკვები ცვეთს ორგანიზმს და მიყავს სიმსუქნემდე.

8. არასწორედ შერჩეული რაციონი. ყოველი ძაღლი უნდა იღებდეს იმ საკვებს, რასაც საჭიროებს ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

9. ზედმეტი კვება და ნაკლები კვება. ზედმეტი კვება იწვევს სიმსუქნეს, ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო ნაკლები კვება შეიძლება დაუძლურების და ავიტამინოზის მიზეზი გახდეს.

10. წყალი. ძაღლმა ყოველ დღე უნდა მიიღოს სუფთა და ახალი წყალი. არ დაგავიწყდეთ ხოლმე მისთვის წლის ჭურჭლის გამოცვლა.


ლექსო
შეიდზლება თუ არა ლეკვისთვის ლიმნის ჭამა
ქრისტი
რა ვაჭამო ერთი თვის ლეკვს ?
კაკოს
პეკინესიც და სხვა ჯიშის ძაღლიც (ძუ) სასურველია 2 წლის ასაკიდან დაერთოს... მქნქმდე ძაღლი განაგრძობს ზრდა-განვითარებას და ადრეული ფეხმძიმობა უარყოფითად იმოქმედებს მის ორგანიზმზე
კაკო
პეკინესი რა ასაკიდან შეიძლება გამრავლდეს? და საერთოდ ამ თემაზე ცოტა ვრცლად თუ შეიძლება.ახალბედა ვარ და რამე არ მინდა შემეშალოს. მადლობა.
guga
გამარჯობა. მილიორ კანეს ვაჭმევ .კონსერვს. შეიძლება ? და ადვანსს მშრალ საკვებს.მოხარშულ ქათმის თეთრ ხორცს. მწვადს იშვიათად.ცოტას თან. ისე გიყურებს თვალებში რომ არ შემიძლია რომ არ ვაჭამო.პუდელი გვყავს 7 წლის :)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?