error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/0e6c71794c50f21e68a18f85145b5a46.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ბიჭმა გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა და ოთახში დაბრუნდა...მაგრამ ამ დროს მისი ძაღლი ჩაერია
ბიჭმა გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა და ოთახში დაბრუნდა...მაგრამ ამ დროს მისი ძაღლი ჩაერია
ზოგჯერ ცხოვრება აუტანელი ხდება. როცა გვეჩვენება, რომ მის გაგრძელებას აზრი არ აქვს, შესაძლოა თვითმკვლეკობამდეც მივიდეთ. ამ დროს ადამიანს არ შეუძლია საღად აზროვნება, ის კარგავს რწმენას და იძირება ნეგატიურ ფიქრებში.

სწორედ ამ მდგომარეობაში იყო 23 წლის ტეილორ ბარონიც. მას წარუმატებლობა თან დაყვებოდა და რამდენიმე ხნის შემდეგ ცხოვრება აუტანელი გახდა. ბიჭმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა, მაგრამ ბუნებას თავისი გეგმები ჰქონდა...

ამ ისტორიის გმირი გახდა გეო - 6 წლის ბულმასტიფი, რომელმაც პატრონის გეგმას ხელი შეუშალა. ბიჭმა გაამზადა თოკი და გავიდა ოთახიდან, რომ ოჯახის წევრებისთვის წერილი
დაეტოვებინა, მაგრამ როცა ოთახში დაბრუნდა, დაინახა ძაღლი, რომელიც საოცრად აღელვებული იყო.

Zooclub

თავიდან ტეილორს ეგონა, რომ
გეო სეირნობას ითხოვდა, მაგრამ როცა მასთან მისვლა უბრძანა, ძაღლმა ყეფა დაიწყო. პატრონი მიხვდა, რომ ეს გეოს ნორმალური ქცევა არ იყო, რადგან აქამდე ის ასე არასოდეს რეაგირებდა.

გეო თოკს მივარდა და ღრღნა დაუწყო. ტეილორი ცდილობდა წართმევას, თუმცა, ძაღლი კიდევ უფრო აგრესიული ხდებოდა და თოკს კბილებიდან არ უშვებდა, თითქოს ის ყველაფერს გრძნობდა.

სწორედ ამ მომენტში, ტეილორი მიხვდა, რომ სისულელის ჩადენას აპირებდა. ძაღლის საქციელმა დააფიქრა და სიკვდილისგან იხსნა.

Zooclub

"რომ არა გეოს საქციელი, ჩემს გადასარჩენად, მე უკვე დიდი ხნის წინ დავტოვებდი ამ ქვეყანას."-ამბობს ცხოველის პატრონი.

Zooclub

ერთგულმა ძაღლმა პატრონი გამოუსწორებელი შეცდომისგან იხსნა.

ასევე იხილეთ:

გოგონამ საქმროს მოსთხოვა ძაღლი სახლიდან მოეშორებინა, ბიჭმა ამის შესახებ, გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა

ბავშვი და ლეკვი ერთი და იმავე დღეს დაიბადნენ...

წერილი ძაღლისგან, რომელიც თქვენ გადაარჩინეთ

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?