რატომ ამბობს უარს საკვებზე ძაღლი?
რატომ ამბობს უარს საკვებზე ძაღლი?
ძაღლმა არ შეჭამა თავისი ნორმა? ნებისმიერი პატრონი განიცდის ამას, მაგრამ ღირს კი ყოველთვის ღელვა ძაღლის მიერ საჭმელზე უარის თქმის გამო? შეიძლება თქვენი ბინადარი უბრალოდ ჭირვეულობს .

ყველა მზრუნველ პატრონს სურს, რომ მისი ბინადარი იყოს ჯანმრთელი და მხიარული. ამიტომ ძაღლის კვებას ნებისმიერი ძაღლის მოყვარულისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ საჭმელი იყოს ხარისხიანი და მარგებელი, გემრიელი და ვიტამინებით სავზე, იმისთვის, რომ ძაღლმა სიამოვნებით მოირბინოს საჭმლის ჭურჭელთან და დაელოდოს შემდეგ კვებას, რომ მათი ბეწვი ბზინავდეს, ხოლო ცვხირი ჰქონდეთ ნესტიანი.

მაგრამ ყველა
ძაღლი როდი მორბის სასაჭმლე ჯამთან, და მითუმეტეს ყველა ძაღლი არ არის ე.წ. მჭამელი - ასეთი
ტერმინით ძაღლის მოყვარულები მოიხსენიებენ ცხოველებს, რომელთათვისაც საჭმელი წახალისებაა. ზოგი ძაღლი უარს ამბობს საჭმელზე, დიდი ხნის განმავლობაში არ მიდის ჯამთან, ჭამს უხასიათოდ და ხან უბრალოდ რამოდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობას აწყობენ. თითქოს ყველა ძაღლს უყვარს ჭამა, მაგრამ ყველაფერი ასე უბრალოდ არ არის. არსებობს რამოდენიმე სამუშაო ჯიშის ძაღლი, რომელიც ჭამენ ფიზიკური დატვირთვის შემთხევაში. ასეთი პრობლემა აქვს გერმანულ ნაგაზს, ჰასკის, ლაიკას, ბორზოის და ა.შ. მაგრამ არ ღირს მაშინვე განგაშის ატეხვა. თავიდან უნდა გავერკვეთ ამ მოქმედების მიზეზებში.

Zooclub

საკვებზე უარის თქმის მიზეზები

თუ ძაღლმა უარი თქვა საკვებზე, გაერიდა ჯამს, საჭმელს მაშინვე ნუ აიღებთ, დატოვეთ კიდევ 10-15 წუთი. ძაღლების უმეტესობა მაშინვე არ იწყებენ ჭამას. შეიძლება გავიდნენ და კვლავ მობრუნდნენ, ამიტომ აქ მთავარია - არ აჩქარდეთ. თუ ძაღლი არ ჭამს - აიღეთ ის მთლიანად და შემდეგი კვების დროს ძაღლს საკვები იგივე ჯამით მიეცით, არ დაუდოთ რაიმე სასუსნავი და არ მიამატოთ საჭმლის რაოდენობა. თუ ძაღლმა მეორე ცდაზე შეჭამა პორცია და დატოვა საჭმლის გარკვეული რაოდენობა, არ დაამატოთ საჭმელი, დაე შემდეგ ჯერზე ბოლომდე დაამთავროს საჭმელი. ამის შემდეგ გადახედეთ რაციონს და შეამცირეთ ძაღლის პორცია იქამდე, მანამ არ ნახავთ, რომ ძაღლი თავად ითხოვს მეტ საკვებს. საჭიროა ყურადღებით თვალყურისდევნება იმაზე, სჭირდება თუ არა მაღალკალორიული რაციონი.

ზოგი არ ჭამს თავის პორციას იმის გამო, რომ საკვები არ არის ახალი, ან ხარისხიანი - ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ საკვები პროდუქტი იყოს კარგი, ასევე ნორმალური შენახვის ვადით, ასევე არ მისცეთ ძაღლს მისთვის აკრძალული პროდუქტები.

არ მისცეთ ძაღლს ძვლები, რომელიც მან შეიძლება ვერ დაღრღნას და გადაყლაპოს - ეს კუჭნაწლავის დაავადებას იწვევს, რასაც მოყვება ჭამაზე უარის თქმა გასტრიტის და კუჭის დაავადებების მიზეზით.

საჭმელზე პირველი უარის შემთხვევაშივე საჭიროა ძაღლს გაუზომოთ ტემპერატურა, თუ ტემპერატურა 1-2 საათის განმავლობაში რამოდენიმე გასინჯვის შემთხვევაში ნორმას ამეტებს, საჭიროა მივმართოთ ექიმს, საკვებზე უარი შეიძლება იყოს გამოწვეული ტკიპას კბენა, ან სხვა დაავადებები.

Zooclub

თუ ძაღლი პერიოზუად აცხადებს უარს საკვებზე (თვეში ერთხელ, ან 2 კვირაში ერთხელ), და ამასთან ამ უარს თან არ ახლავს მოსალოდნელი გაუარესება, გულისრევა, ან კუჭის აშლა, მაშინ არ ღირს ნერვიულობა, ძაღლი თავად დაარეგულირებს კვებას და ხშირად ხშირად უბრალოდ განტვირთვის დღეს აწყობს.

თქვენი ბინადარის რაციონის შედგენისას არ გადააჭარბოთ და იცოდეთ ზომა, მაგრამ ასევე მიაქციეთ ყურადღება, რომ არ დააკლოთ საკვები: თუ ძაღლი ათავებს საჭმელს და ითხოვს კიდევ (ამასთან მისი წონა არ ამეტებს ნორმას), მაშინ შემდეგი კვების დროს შეიძლება პორციის მომატება; ხოლო თუ ძაღლი ვერ ათავებს თავის პორციას, მაშინ არ ღირს ბევრის დადება, არამედ მიეცით ძაღლს იმდენი, რამდენის ჭამასაც შეძლებს ერთ ჯერზე.

ხან ხდება, რომ ძაღლი უარს ამბობს საჭმელზე იმიტომ, რომ პატრონმა თავად გაათამამა - არ შეიძლება მისი წაქეზება, ძველი საჭმლის გადაყრა და ახლის, ძაღლისთვის უფრო გემრიელი საჭმლის დადება: ამით თქვენ აგებინებთ ძაღლს, რომ საჭმელზე უარის თქმით ის უფრო გემრიელ საკვებს მიიღებს. უბრალოდ, არ უნდა მიაქციოთ ყურადღება მის ახირებას, შეინახოთ დარჩენილი საკვები მაცივარში და შემდეგ ჯერზე მისცეთ მას იგივე. ძაღლი საჭმლისგან ასეთ თავშეკავებას უკეთესი საჭმლის მოლოდინში რამოდენიმე დღე გაუძლებს, მაგრამ მერე მაინც შეჭამს თავის ულუფას და ყოველდღიური სწორი კვებით განთავისუფლდება შეთავაზებულ საჭმელზე უარის თქმის ჩვევისგან.

ფიზიკური დატვირთვა ძაღლის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთ ჯიშს ის ესაჭიროება ნაკლებად, ზოგიერთს - მეტად. თუ მუშა ჯიშს მოვაკლებთ მოძრაობის საშუალებას და შევუმცირებთ დატვირთვას - ძაღლი თავად შეამცირებს თავის რაციონს ორგანიზმის მიერ კალორიის მიღების საჭიროების შესაბამისად. ძაღლი გრძნობს რა რაოდენობის საკვები სჭირდება იმისთვის, რომ ნორმაში იყოს, ამიტომ ხშირად ძაღლების უჭმელობის, ან ახირების მიზეზი არის ელემენტარულად მოძრაობის ნაკლებობა.
ნინო გოდერძიშვილი
მე მითხრეს რომ ზოგი ძაღლი საჭმელზე უარს იმიტომ ამბობს რომ ცხელა მაგალითად ჩემი ძაღლი ზაფხულობით დილით არასდროს არ ჭამს საღამოს აუცილებლად ბოლომდე ამთავრებს ხოლმე.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?