Versace–მ ცხოველის ბეწვის გამოყენებაზე უარი თქვა
Versace–მ ცხოველის ბეწვის გამოყენებაზე უარი თქვა
თანდათან უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს ცხოველის ქურქზე. გამონაკლისს არც დიზაინერები წარმოადგენენ.

ამჯერად ეს გადაწყვეტილება იტალიური მოდის სახლის ხელმძღვანელმა დონატელა ვერსაჩემ მიიღო. მან თავისი კოლექციებიდან ნატურალური ქურქი აკრძალა, – ამის შესახებ მან ჟურნალ "The Economist's 1843"–ს განუცხადა.

“ქურქი? მე ამაში აღარ ვიღებ მონაწილეობას. არ მინდა ცხოველების დახოცვა მოდის შესაქმნელად. ეს არასწორად მიმაჩნია”, – ასე გამოხატა ვერსაჩემ თავისი პოზიცია.

ბოლო წლებში, ბევრმა ბრენდმა აკრძალა ცხოველების ქურქის გამოყენება, მათ შორისაა Armani, Hugo Boss, Ralph Lauren, Stella McCartney, Tommy Hilfiger და სხვ.

2018
წლიდან იტალიური მოდის სახლმა Gucci-მ ასევე შეწყვიტა ნატურალური ქურქის გამოყენება და შეუერთდა ალიანსს Fur Free
Alliance (ქურქის საწინააღმდეგო მსოფლიო ალიანსი).

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?