პამელა ანდერსონმა ნაომი კემპბელს ქურქზე უარის თქმა სთხოვა
პამელა ანდერსონმა ნაომი კემპბელს ქურქზე უარის თქმა სთხოვა
მსახიობმა პამელა ანდერსონმა, რომელიც არის ვეგანი და ცხოველთა უფლებების დაცვის აქტიურ პროპაგანდას ეწევა, ნაომი კემპბელს საჯარო წერილით მიმართა თხოვნით, უარი ეთქვა ქურქზე.

ანდერსონმა ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც სუპერმოდელი ახალი კალენდრის (Pirelli-2018) პრეზენტაციაზე მელიის ქურქით მივიდა.

Zooclub

”ამ ქურქისთვის ელექტროდენით უამრავი ცხოველი მოკლეს, ზოგი კი ცოცხლად გაატყავეს. ნაომი, მე შენ ძალიან მიყვარხარ. ძალიან მინდა, რომ უარი თქვა ქურქზე. ადამიანები შენ გბაძავენ. შენ სტილის ხატი ხარ. ეს მე გულს მიკლავს. მოუსმინე შენს გულს და უარი თქვი ნატურალურ ქურქზე”, - დაწერა პამელამ ნაომის
წერილში, რომელიც შემდგომ გამომცემლობა "Page Six"-ს გადაეცა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?