"ჩემი მეზობლები სახლში იყვნენ და არცერთი დაეხმარა 11 წლის ბავშვს, რომელიც შველას ითხოვდა და ერთადერთი ვინც დაეხმარა ზუსტად ძაღლი იყო..."
"ჩემი მეზობლები სახლში იყვნენ და არცერთი დაეხმარა 11 წლის ბავშვს, რომელიც შველას ითხოვდა და ერთადერთი ვინც დაეხმარა ზუსტად ძაღლი იყო..."
სოციალური ქსელის მომხმარებელი მარი აბაკელია ემოციურ ისტორიას აქვეყნებს თავისი ოთხფეხა მეგობრისა და 11 წლის შვილის შესახებ. ისინი საუკეთესო მეგობრები და ერთმანეთის მცველები არიან.

"ეს ჩემი მიკედლებული ძაღლი ლამროა. ის ჩვენს სადარბაზოსთან უკვე დაინვალიდებული მოვიდა. როგორც ჩანს ლეკვობაში თათი "კეთილმა" ადამიანმა ისე დაუზიანა რომ დააინვალიდა.
ლამრო გმირი ძაღლია -მან ჩემი 11 წლის შვილი მოძალადე მამაკაცის თავდასხმისგან დაიცვა.

2018 წლის სექტემბერში ლამროს სტერილიზაცია გავუკეთეთ და ორი დღის შემდეგ ვეტ-ექიმის რეკომენდაციით ჩემმა შვილმა ეზოში ჩაიყვანა- მზეზე იწვა თავისთვის როცა ასაკოვანმა მამაკაცმა გადაწყვიტა ლამროს დიდი
ლოდის ჩარტყმა. ეს დათუნამ რომ დაინახა გადაეფარა ლამროს და დაიწყო ყვირილი. დათუნა თურმე შველას ითხოვდა
-ეხვეწებოდა არ მომიკლა ნაოპერაციებიაო,-მაშინ მოძალადე ჩემს შვილზე გაბრაზებულა და დათუნაზე გადასულა. ლამრო ვაი-ვაგლახით ამდგარა ფეხზე და დათუნას გადაფარებია.

ჩემი შვილის განწირული ყვირილი მეცხრე სართულზე გავიგე. ბავშვი შველას ითხოვდა.ფანჯრიდან დავინახე როგორ ედგა მოძალადე ლოდით ხელში და ლამრო არ უშვებდა.ტანად დიდი ძაღლია და ეტყობა ამ ფაქტორმა შეაშინა ის და ვერ გაბედა ჩარტყმა.

მინდა გითხრათ რომ ჩემი ყველა მეზობელი სახლში იყო და არცერთი არ დაეხმარა 11 წლის ბავშვს, რომელიც შველას ითხოვდა და ერთადერთი ვინც დაეხმარა ზუსტად ძაღლი იყო. ამ ამბის ჭეშმარიტებაში ვისაც ეჭვი ეპარება შეგიძლიათ მიმართოთ პოლიციის განყოფილებას- ნახოთ დაკითხვის ოქმები და გაესაუბროთ პროკურორს, რომელიც ამ საქმეს იძიებდა. როგორც არასრულწლოვანზე თავდასხმა და სიცოცხლის მოსპობის მცდელობით მიმდინარეობდა. დიახ, ძაღლი სჯობია ადამიანს. არცერთი ადამიანი არ მიეხმარა ჩემს შვილს,  ლამრომ კი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და არ მიუშვა მოძალადე ჩემს შვილთან".

Zooclub
ასევე იხილეთ:

"პატრონი 2-3 წლის წინ გარდაცვლილა და ვაკის სასაფლაოზეა დაკრძალული..." მას შემდეგ გერმანული ნაგაზი სასაფლაოს არ ტოვებს

სენაკელი ბიჭები, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებს უანგაროდ ეხმარებიან

"სად მიგყავარ ან რომ მიგყავარ ამდენ პატრონიან და ჯიშიან ძაღლებში შენც დაგცინებენ და მეც სასაცილოდ ამიგდებენო..."

მანჩო
საგა! რა შუაშია" მეძაღლეების სტანდარტული ისტორიები". ძაღლები სიჭკვიანით, თავიანთი ერთგულებით და მადლიერებით ბევრ გულქვა ადამიანს, რომ ჯობია, რა ახალი ამბავია? მე პირადად ძაღლი და უგულო ადამიანი, (სიტყვაზე ვიძახი) რომ იხრჩობოდნენ არც დავფიქრდები ძაღლს ავირჩევ და გადავარჩნენ! აი ასე, ისე, რომ საგა და შენნაირებს ნუ გიკვირთ!!!!!!
თეა
საგას! ,,მეძაღლეების” ისტორიის მოსმენა სჯობს არაკაცებზე ისტორიების მოსმენას, შენნაირები რომ ქმნიან!
ნატალი
ელახან წავიკითხე ლამროზე სტატია და გული დამეწვა. ჯერ ესეთი ვინ იყო ის საზიზღარი არაკაცი რომელსაც უნდა ჩაერტყა ძაღლისათვის, ამ დეგენერატს ერჩოდა ძაღლი? არა, აბა რა შავი ჭირი უნდოდა და თან ბავშვისათვისაც უნდა ჩაერტყა . როგორც წესი "ყველა ხედავს, მაგრამ არავინ ხედავს" ისევ და ისევ ამ გონიერმა არსებამ გადაარჩინა ბავშვი. აი ამიტომაც მოყვარნან ცხოველები!
მარი აბაკელია-ს
შენ ხარ გირი დედა, ასეთი კეთილშობილი შვილის აღზრდისათვის, სიკეთე უკვალოდ არ იკარგება, მოკლე ხანში დაგიბრუნდებათ გაასმაგებულად!
საგა
მეძაღლეების სტანდარტული ისტორიები,ყველა ცუდია,მარტო ძაღლი,მე და ჩემი ბავშვი ვართ კარგები :D
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?