"სად მიგყავარ ან რომ მიგყავარ ამდენ პატრონიან და ჯიშიან ძაღლებში შენც დაგცინებენ და მეც სასაცილოდ ამიგდებენო..."
"სად მიგყავარ ან რომ მიგყავარ ამდენ პატრონიან და ჯიშიან ძაღლებში შენც დაგცინებენ და მეც სასაცილოდ ამიგდებენო..."
რამდენიმე დღის წინ რუსთავში საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის მიერ ჯიშიანი ძაღლების გამოფენა გაიმართა. კინოლოგი ზურაბ შენგელია, რომელიც გამოფენაზე თავის ოთხფეხა მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა სოციალურ ქსელში ამაღელვებელ სტატუსს აქვეყნებს უპატრონო ძაღლზე, რომელიც საგამოფენო დარბაზის კართან ორი დღე იდგა და პატრონებთან ერთად მისულ ძაღლებს საცოდავი თვალებით, შორიდან აკვირდებოდა:

"საგამოფენო დარბაზის კართან მეორე დღეა ცნობისმოყვარე თვალებით იდგა და კისერწაგრძელებული ცდილობდა დაენახა თუ რა ხდებოდა ამ დიდ დარბაზში,სადაც ამდენი ჯიშიანი და ლამაზად მოვლილი პატრონიანი ძაღლი შედიოდა და გამოდიოდა. ისეთი სევდიანი და ნაღველით სავსე თვალები ჰქონ
და თითქოს მთელი
ქვეყნის ტკივილი და დარდი მხოლოდ მის თვალებში ყოფილიყო. ალბათ ფიქრობდა "მერე რა რომ უპატრონო ვარ და თქვენსავით ჯიშიანი არავარო, მაგრამ თქვენზე ნაკლებად არც მე შემიძლია მაგ დიდ მწვანე მოედანზე ლამაზად გავიარო და ექსპერტების წინაშე წავრსდგეო", ალბათ სწორედ ამ ყველაფერს ფიქრობდა მაშინ როცა იგრძნო მის თავზე ხელი. კუდი გააქიცინა და სიყვარულით სავსე თვალებით შემომხედა. თვალებით მითხრა თუ რას ფიქრობდა და რას ოცნებობდა.

გინდა შენი ოცნება რეალობად ვაქციოთ? შევეკითხე მეც უსიტყვოდ და მანაც იმედიანი თვალებით ისევ შემომხედა.

უცებ გავასუფთავე მისი ქუჩაში ხეტიალისგან დასვრილი ბეწვი, კისერზე სატარებელი შევაბი და ხელში ავიტაცე, გაოცებული თვალებით შემომხედა "სად მიგყავარ ან რომ მიგყავარ ამდენ პატრონიან და ჯიშიან ძაღლებში შენც დაგცინებენ და მეც სასაცილოდ ამიგდებენო". უფრო თბილად და მაგრად ჩავიხუტე გულში და უსიტყვოდ ვუთხარი ,ნუ გეშინია და ნუ გრცხვენია მე შენს გვერდით ვარ და არაფერზე ინერვიულოთქო.

Zooclub

შევედით დარბაზში და მიმანიშნა რომ დამესვა, უნდოდა ყველაფერი დაენახა და შეეგრძნო. მოედანზე შევიყვანე და ისე შემართებით დაიწყო სიარული თითქოს მთელი ცხოვრება გამოფენებზე ევლოს. დადგა, კისერიც მოიმარჯვა, გაიარგამოიარა და ყველას და ყველაფერს სიყვარულით სავსე თვალებით გადახედა.

Zooclub

რამოდენიმეჯერ გავირბინეთ ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში, ექსპერტების წინაშეც თავმომწონედ გავიარეთ, ღრმად შევისუნთქეთ და ესე ოცნება ახდენილებმა გამოვედით გარეთ. ისევ ძლიერ ჩავიკარი გულში და დავემშვიდობე.

წავიდა...

რამოდენიმეჯერ უკან გამომხედა და თითქოს მადლობას მიხდიდა მისი ახდენილი ოცნების გამო. ბედნიერი იყო ისიც და მეც, მცირედით მაგრამ მაინც ვაჩუქეთ ერთმანეთს ბედნიერი წამები."

ბლოგის ავტორი: ზურაბ შენგელია

ასევე იხილეთ:

"პატრონი 2-3 წლის წინ გარდაცვლილა და ვაკის სასაფლაოზეა დაკრძალული..." მას შემდეგ გერმანული ნაგაზი სასაფლაოს არ ტოვებს

"საჭესთან მე და თავზე მტრედი.. ვინმე ამიხსნით რას ნიშნავს ეს ყველაფერი?"- ქართველი გოგონას ერთი უცნაური დღე
ნატალიააა
სული ამიდუღდა...ამიდუღდა....
Manana
ყველაზე კეთილი პოსტი,რაც კი წამიკათხავს,მადლობა,ვითირე ბევრი,ცხოველები ხომ ბევრად უკეთესები არიან,ვიდრე ჩვენ
@@
საუკეთესო პოსტი, რაც აქამდე წამიკითხავს. თბილი, თბილი, ძალიან თბილი....
zura
მე მყავს სახლში ლაპრადორის მეტისი. ისეთი მოხდენილი ტანისაა და ისეთი ლამაზი ბევრ ჯიშიან ძაღლს შეშურდება.
გიორგი
კარგი პოსტია ნამდვილად. ცხოველსაც არანაკლები აქვს გრძნობა, ემოცია და განცდა და ეს უნდა დავინახოთ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?