error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/af4912714e951f1fedecddf7c47c39e2.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ლეკვის მოკვლაში დამნაშავე პირს განრიდება შეუფარდა
რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ლეკვის მოკვლაში დამნაშავე პირს განრიდება შეუფარდა
გუშინ, რუსთავში, სამი ახალგაზრდას მიერ ლეკვის სადისტურად მოკვლის ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის "ცხოველთა მეგობრების" თავმჯდომარის, ირინა ლიკლიკაძის მიერ რუსთავის სასმართლოში შეტანილ იქნა განცხადება, რის საფუძველზეც რუსთავის პოლიციის სამმართველომ საქმე ახალგაზრდების წინააღმდეგ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით აღძრა, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

როგორც აღნიშნულმა ორგანიზაციამ თავის "ფეისბუქის გვერდის" საშუალებით გვაცნობა, იმის გათვალისწინებით, რომ ლეკვის სხეული დანაშაულის ადგილზე არ იქნა აღმოჩენილი, ხოლო დამნაშავე პირი ადრე ნასამართლევი არ ყოფილა, რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ მას განრიდება შეუფარდა. ახალგაზრდას საზოგადოების სასარგებლოდ 100
საათიანი იძულებითი სამუშაოს შესრულება დაეკისრება, აღნიშნული გადაწყვეტილების  აღსრულებას კი პრობაციის სამსახური გააკონტროლებს.

როგორც ცნობილია, 29
სექტემბერს, ქალაქ რუსთავში სამმა ახალგაზრდამ 1 თვემდე ლეკვი სადისტურად მოკლა. მომხდარი ქუჩაში განთავსებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ვიდეომტკიცებულებას ასევე ერთვოდა ფოტოები, სადაც სისხლის კვალი იყო აღბეჭდილი. იმის გამო, რომ მსგავსი ფაქტები საკმაოდ გახშირდა საქართველოში, საზოგადოებაში გუშინ მომხდარ შემთხვევას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ცხოველთა უფლებებს საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, იცავს.


იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ: "რუსთავში 18 წლის ბიჭმა ლეკვი სადისტურად მოკლა"
11111
ცხოველთა მოძულეებო ადამიანები უარესად გძულ არა? თქვენი ცოდვები წინ ადაგიხვდებათ და მერე იტყვით რატომო?
leila
რატომ იცავტ ხალხნო ამ ბიცჰებს,ეს ხომ სადიზმის,აგრესიის და ტავისი უსუსურობის კომპლეკსის გამოვლინებაა,სცორედაც რომ სასჰისჰია ასეტ ადამიანი,დგეს უმცეო ლეკვი მოკლა სადისტურად,ხვალ ბავსჰვს ამოარტკავს ციხლს,არც უპროსს დაინდობს და ხელსაც აცევს ტკვენზე,კველაპერი ოდზახიდან მოდის,ასცავლეტ სჰვილებს ცხოველების სიკვარული,სჰეცოდების და სიკვარულის გრდზნობები გაუგვიდზეტ,ტორემ ცჰამკაკებული სულის სჰვილები გეკოლებატ,რომლებიც არც ტკვენ,არც ახლობლებს არ დაგინდობენ,მარტლა დზალიან მცირე სასდზელია,მკაცრად უნდა დასდზილიკვნენ
1
მეძაღლეებო ჩაიწყვიტეთ ხმა!!!! თქვენს გამოა რომ ძაღლის გამო ადამიანები იჩაგრებიან.
ghhc -s
ზოგადად მოკვლაზე არაა ლაპარაკი. ქუჩაში ერთი თვის ლეკვი დაინახეს და მოკლეს-არაფერს რომ არ უშავებდა, ისე, სიამოვნების გულისათვის. მასეთმა სადისტმა შეიძლება მერე შვილი მოგიკლათ, თუ დროზე არ შეაჩერეს. როგორ შეიძლება მაგის გამართლება???? მე მყავდა მეზობელი-ასე აწამებდა ცხოველებს და რომ გაიზარდა, დედ-მამა გაყარა სახლისან, მათ სცემდათ მერე.
???
რა არის ხალხნო, რას იწყევლებით, ჩავქოლოთო გაიძახით და უარესი სადისტები რომ გამოდიხართ ვერ ხვდებით? თქვენ თქვენი ვალი მოიხადეთ, გაზარდეთ კარგი შვილები, ასწავლეთ ცხოველის და ადამიანის(!!)სიყვარული და დაიცავით უმწეო ცხოველები, თუ ასეთ ფაქტს შეესწრებით. ცხოველების თავგადაკლული დამცველი ვარ, მიყვარს ძალიან და ამაზრზენად მიმაჩნია ამ ბიჭების საქციელი, მაგრამ ცხოველი მიყვარდეს და ადამიანი მეზიზღებოდეს, ეგ რანაირი ჰუმანურობაა?? კანონმა უნდა დაარეგულიროს ასეთი ფაქტები და ადამიანი, ვინც ასეთ სისასტიკეს ჩადის, მარტო მკაცრად კი არ უნდა დაისაჯოს, სავალდებულო უნდა იყოს ფსიქოლოგთან სიარული, დღეს ცხოველს ერჩის, ხვალ ადამიანს მოკლავს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?