რამდენად მოქმედია საქართველოში სისხლის სამართლის 259-ე მუხლი
რამდენად მოქმედია საქართველოში სისხლის სამართლის 259-ე მუხლი
საზოგადოების ნაწილს ავიწყდება, რომ ცხოველებს ისევე, როგორც ადამიანებს გააჩნიათ უფლებები. სისხლის სამართლის 259-ე მუხლი სწორედ, ცხოველთა უფლებების დაცვას ემსახურება.

ცხოველთა უფლებები აგებულია მორალურ-ეთნიკურ ნორმებზე, რომელთა თანახმადაც დაუშვებელია ცოცხალი არსების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და თავისუფლების ხელყოფა. რა თქმა უნდა, ეს უფლებები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ემსახურებიან ცხოველთა დაცვას, მეტწილად ახერხებენ ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტების აღმოფხვრას.

საქართველოს სისხლის სამართლის 259 -ე მუხლი არის ის საკანონმდებლო აქტი, რომელიც ყოველდღე ირღვევა. თუმცა, ამ მუხლით გასამართლებულ პირთა რაოდენობა ძალიან მცირეა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ
ეს კანონი "თაროზე შემოდებულია". ამაზე სათანადო რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, სამწუხაროდ, არ ხდება. გამონაკლისი შემთხვევა მოხდა
რუსთავში 28 ოქტომბერს, როდესაც ქუჩის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა 3 ახალგაზრდა პირი, რომელთაგანაც ერთ-ერთმა უსუსური ლეკვი ქვებით ჩაქოლა. ამ ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიტანა სარჩელი სასამართლოში. როგორც ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, დამნაშავეს შეეფარდა განრიდება და 100 საათიანი საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაოს შესრულება დაევალა. ამის გამო, 1 ნოემბერს რუსთავში საპროტესტო აქცია ჩატარდა, სადაც ცხოველთა დამცვლები განაჩენს აპროტესტებდნენ, თუმცა ამასაც არანაირი რეაგირება არ მოჰყვა.

ამ საკანონმდებლო აქტის მიუხედავად, საქართველოში კიდევ მრავალი შემზარავი ფაქტი ხდება, როგორიცაა: ბუნკერში გადაყრილი ლეკვები, ტირის თოფით დაჭრილი კატები და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ცხოველები.

ამ თემასთან დაკავშირებით ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია "ჰუმანიმალის" წევრ, ქალბატონ სოფიო ჯიბუტს გავესაუბრეთ. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში, სამართალდამცავებთან შეხვდრის დროს, თავად უწევთ ამ კანონის შეხსენება. მათი მხრიდან კი რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე არ ხდება, მეტიც, ისინი ხშირად უბრალოდ ირონიულად არიან განწყობილნი ცხოველთა უფლებადამცველების მიმართ.

"ერთ შემთხვევას გავიხსენებ, როდესაც ზესტაფონის სოფელ არგვეთაში, 20 წლის ახალგაზრდამ ძაღლს თავი მოკვეთა და ეს შემზარავი ფოტოები ინტერნეტში ატვირთა. მაშინ ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მოუწიათ ამ პიროვნების დაკითხვა პროკურატურაში. საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, ბრალდებული დამნაშავედ სცნეს და დააჯარიმეს", - აღნიშნა სოფიო ჯიბუტმა.

ასევე, ქალაბტონმა სოფიომ ისაუბრა იმის შესახებ, რომ კანონი არის გასამკაცრებელი და დასახვეწი და ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე მიმართა პარლამენტს. ისინი ხელისუფლების მხრიდან პასუხსა და შესაბამის რეაგირებას ელოდებიან.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის "ცხოველთა მეგობრების" თავმჯდომარე ირინა ლიკლიკაძემ აღნიშნა, 259-ე მუხლს "მკვდარ მუხლს" ეძახიან, ანუ ის ფაქტობრივად, უმოქმედოა.

"ცხოველთა უფლებებს არ იცავს სახელმწიფო და ეს თემა საერთოდ არ აინტერესებს საზოგადოების დიდ ნაწილს. დღეს არსებული კანონი უვარგისია და ამაში დღემდე არსებული ყველა მთავრობაა დამნაშავე", - განაცხადა ირინა ლიკლიკაძემ.

ძალზედ მნიშვნელოვანია ის, რომ თავად საზოგადოება მიუდგეს ამ საკითხს სათანადო კუთხით, გაგებითა და შეგნებით. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაითავისოს, რომ ცხოველები ისევე როგორც ადამიანები, ცოცხალი არსებები არიან და მათაც ისევე სტკივათ, განიცდიან და უხარიათ, როგორც ჩვენ.

ასევე, აუცილებელია საქართველოში მუნიციპალური თავშესაფრები. აუცილებელია, არსებობდეს ცხოველთა პოლიცია, რომელიც განახორციელებს ცხოველთა მოძიებას, ჩიპირებას, სტერილიზაცია-კასტარაცია-ვაქცინაციას და ამავდროულად, მათ კონტროლსა და პირველად დახმარებას.

ყველა ჩვენი მოქალაქის ვალია, რომ ერთმნიშვნელოვნად დავგმოთ ცხოველების მიმართ ჩადენილი სისასტიკე და მოვთხოვოთ ყველას კანონის დაცვა.

ანი ქარჩავა
სპეციალურად zooclub.ge-სთვის.


ასევე იხილეთ: "საქართველოში არსებული კანონები ცხოველთა სამყაროს შესახებ"

"კანონი, რომელიც ყველა ძაღლის პატრონმა უნდა იცოდეს"
მაკა
სამწუხარო რეალობა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?