რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ლეკვის მოკვლაში დამნაშავე პირს განრიდება შეუფარდა
რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ლეკვის მოკვლაში დამნაშავე პირს განრიდება შეუფარდა
გუშინ, რუსთავში, სამი ახალგაზრდას მიერ ლეკვის სადისტურად მოკვლის ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის "ცხოველთა მეგობრების" თავმჯდომარის, ირინა ლიკლიკაძის მიერ რუსთავის სასმართლოში შეტანილ იქნა განცხადება, რის საფუძველზეც რუსთავის პოლიციის სამმართველომ საქმე ახალგაზრდების წინააღმდეგ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით აღძრა, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

როგორც აღნიშნულმა ორგანიზაციამ თავის "ფეისბუქის გვერდის" საშუალებით გვაცნობა, იმის გათვალისწინებით, რომ ლეკვის სხეული დანაშაულის ადგილზე არ იქნა აღმოჩენილი, ხოლო დამნაშავე პირი ადრე ნასამართლევი არ ყოფილა, რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ მას განრიდება შეუფარდა. ახალგაზრდას საზოგადოების სასარგებლოდ 100
საათიანი იძულებითი სამუშაოს შესრულება დაეკისრება, აღნიშნული გადაწყვეტილების  აღსრულებას კი პრობაციის სამსახური გააკონტროლებს.

როგორც ცნობილია, 29
სექტემბერს, ქალაქ რუსთავში სამმა ახალგაზრდამ 1 თვემდე ლეკვი სადისტურად მოკლა. მომხდარი ქუჩაში განთავსებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ვიდეომტკიცებულებას ასევე ერთვოდა ფოტოები, სადაც სისხლის კვალი იყო აღბეჭდილი. იმის გამო, რომ მსგავსი ფაქტები საკმაოდ გახშირდა საქართველოში, საზოგადოებაში გუშინ მომხდარ შემთხვევას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ცხოველთა უფლებებს საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, იცავს.


იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ: "რუსთავში 18 წლის ბიჭმა ლეკვი სადისტურად მოკლა"
manana aphazava
გჰჰც,როგორ ცერცხოველი უსულოაო,უსულო და უგულო şენნაირი ადამიანებია.ცხოველებı ადამიანზე მეტი მგრზნობიარე და ერტგულები არიან. დარცმუნებული ıკავი. ტუ ცოპიანი დზაგლი şეგხვდება,დზაგლი დაზარალდება სჰენ ცოპი ვერაპერს გიზამს, იმიტომ, რომ ჰუმანური სული არ გაკვს. დზალიან კარგია ტუ გაამკაცრებენ კანონებს.ტუ şემაგინებ şენ დაგიბრუნდეს,რასაც ცჰემზე ıტკვი.მე ცხოველები დზალიან მიკვარს.კოველტვის მაგატი დამცველი და მომვლელი ვიკნები.
manana aphazava
დზალıან მცıრე სასჯელı მისცენ.მასეტი ადამიანები ზედმეტი ხორცმეტები არიან,რომლებიც უნდა მოიკვეტონ.ეს ხალხı საşიşია საზოგადოებისტვისაც.კველაზე დიდი მხეცი ადამიანია,რომელიც კველაპერს უდზლებს და კველაპერ საşინელებას სცჰადის.პუ მაგატ გამზრდელებს.şვილებს ელემენტარული ჰუმანურობა ვერ ასცავლეს.დაცკევლილი ıკვნენ უკუნიდან უკუნისამდე .მომავალი არ ჰკონოდეტ ისე გადაşენებულიკვნენ.
ინგა
ეგეთ საშინელებას ვინც ჩადის, ავდმყოფია რას უშავებდა ლეკვი თავისთვის იწვა.ეგ ავადმყოფი ადამიანსაც არ დაინდობს
ქეთი სამხარაძე
შემზარავი შემთხვევაა პატარა ლეკვის მკვლელობა,ბოლომდე ვერც უყურე ვიდეოს.მე რომ მოსამართლე ვყოფილიყავი ვინც ეს მხეცობა ჩაიდინა და იმ ორ თანამონაწილეს მსგავსი წესით ჩაქოლვას მივუსჯიდი.სად არიან ამათი გამზრდელი მშობლები ?იტყვიან ,,შვილები გავზარდეთო,,ნაძირლები.თვითონ მშობლებს უნდა მოეთხოვათ პასუხი,არცერთ მაგანს არ დავინდობდი. ასეთ,,შვილებს,, მხოლოდ აჭმევენ,აცმევენ და მთავარ ღირებულებას არ აძლევენ...დედა ნახე მამა ნახე შვილი ისე გამონახე...
ghhc
რა საჩივარი რა მუხლიიი.  ეხა სანადიროდ ვეგარ უნდა წახვიდე კაციიი? ცხოველი უსულოა და მაგით არაფერი არ შავდება და მეორეც ძაღლის გულისთვის ადამიანს ცხოვრება როგონ უნდა დაუნგრიო?ამ ევროპას საქართველოც მიყვა ბლიად :@ :@ :@ ეხა ცოფიანი ძაღლი რო გამეჩითოს არ უნდა მოვკლა??? <br />
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?