"საჭესთან მე და თავზე მტრედი.. ვინმე ამიხსნით რას ნიშნავს ეს ყველაფერი?"- ქართველი გოგონას ერთი უცნაური დღე
"საჭესთან მე და თავზე მტრედი.. ვინმე ამიხსნით რას ნიშნავს ეს ყველაფერი?"- ქართველი გოგონას ერთი უცნაური დღე
ცხოველთა მოყვარულების ერთ-ერთ ჯგუფში სოციალური ქსელის მომხმარებელმა, სახელად ხატიამ, გაავრცელა ფოტოები, სადაც მასთან ერთად აღბეჭდილია თეთრი მტრედი. თითქოს ამაში უცნაური არაფერია, რადგან მტრედის მოშინაურება შესაძლებელია, თუმცა, ამბავი, რომელიც გოგონამ ჯგუფის წევრებს გაუზიარა, მეტად უჩვეულოა.

"სასწაულია აბა რა არის?! ცოტა დაუჯერებელიც!  გავედი პროდუქტების საყიდლად, ნაწილი პროდუქტი ჩავალაგე მანქანაში და რაღაც ფრიალის ხმა გავიგე და მხარზე სიმძიმე ვიგრძენი. ძალიან შემეშინდა, თავი ძლივს გავწიე, რომ მენახა რა ხდებოდა- გავიხედე და რა ვხედავ თეთრი მტრედი მხარზე მაზის.

Zooclub

რამოდენიმე წამში თავზე დამაჯდა, ჩავთვალე რომ მშიერი იყო, ამიტომ ვუყიდე
მზესუმზირა,მაგრამ ვერ შეჭამა. გადავწყვიტე ორცხობილა მეყიდა, სანამ საცხობში შევიდოდი მტრედი დაუტოვე ჩემს დაქალს, ვუყიდე ორცხობილა
გამოვედი. ის ისევ თავზე დამაჯდა.

Zooclub

საბედნიეროდ ორცხობილა მიირთვა,ვიფიქრე დანაყრდებოდა და გაფრინდებოდა, მაგრამ არა- ჩემთან ერთად "იშოპინგა".  ხალხი მაჩერებდა და მეკითხებოდნენ როგორ მოვათვინიერე, პასუხს რომ იგებდნენ გაოცებულნი მიყურებდნენ.

Zooclub

აშკარად ავტომობილშიც თავს კარგად გრძნობდა. საჭესთან მე და თავზე მტრედი. მანქანებიდან ვგრძნობდი ხალხის გაოცებულ მზერას.  ახლა ვახშამს ვამზადებთ, ისევ და ისევ, ერთად.  ვინმე ამიხსნის რას ნიშნავს ეს ყველაფერი?"- წერს ცხოველთა მოყვარულების ჯგუფში ხატია და სტატუსთან ერთად უჩვეულო ფოტოებსაც აქვეყნებს.

Zooclub

ამ ისტორიამ და ფოტოებმა არა ერთი ადამიანი გააოცა. კომენტარებში წერდნენ, რომ თეთრი მტრედი ბედნიერების მომტანია.

ფრინველი ხატიასთან ერთად დაბრუნდა სახლში და, როგორც ჩანს, ახალ მეგობართან განშორებას ჯერჯერობით არ აპირებს.

Zooclub

ასევე იხილეთ:

"პატრონი 2-3 წლის წინ გარდაცვლილა და ვაკის სასაფლაოზეა დაკრძალული..." მას შემდეგ გერმანული ნაგაზი სასაფლაოს არ ტოვებს

"შეიძლება, სახლში წამოვიყვანო?" - ქმარმა ცოლს ფოტო გაუგზავნა

"ერთხელ ტყეში ცხოველმა დახმარება მთხოვა..."
.
ვინმე ხომ არ გყავს ახალი გარდაცვლილი ნათესავი,მეგობარი ან ახლობელი...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?