ჯიშიანი ძაღლების გამოფენა თბილისში (+ფოტო)
ჯიშიანი ძაღლების გამოფენა თბილისში (+ფოტო)
22-23 ნოემბერს თბილისში, კერძოდ, სპორტის სასახლეში, საერთაშორისო კინოლოგიური გამოფენა გაიმართა, რაც ნამდვილ დღესასწაულად იქცა ადგილობრივ ცხოველთა მოყვარულებისთვის.

საქართველოს დედაქალაქს მეზობელი ქვეყნებიდან სხვადასხვა ჯიშის ძაღლები ესტუმრნენ. თითოეული ოთხფეხა მონაწილე საგულდაგულოდ მოწესრიგებული და გაწვრთნილი იყო.

გია გიორგაძე, კინოლოგიის ფედერაციის პრეზიდენტი: "2014 წლის საშემოდგომო გამოფენასთან დაკავშირებით თბილისს 200-მდე სტუმარი ეწვია. საერთაშორისო კინოლოგიური გამოფენები 1998 წლიდან ტარდება, წელიწადში ოთხჯერ. აქ ერთმანეთს რიგ კატეგორიაში სხვადასხვა ჯიშის ძაღლები ეჯიბრებიან. არის 3-დან 6 თვემდე, 6-დან 9 თვემდე, 9-დან 15 თვემდე, 15-დან 2 წლამდე და 2 წლის შემდეგი კატეგორიები.

წელს ჩვენ გამოფენას სტუმრობენ აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები თავის ოთხფეხა მეგობრებთან ერთად. ინტერესი
სულ უფრო მატულობს და მონაწილეებიც შესაბამისად, უფრო მეტად მოტივირებულნი და მომზადებულნი არიან.

პრიზები ბევრ მონაწილეს გადაეცა. მათ შორის ბევრი საქართველოს მოქალაქეც იყო. მაგალითად ერთ-ერთი სტუმარი, ბერი, წალკის მონასტრიდან გვესტუმრა. მის მიერ ჩამოყვანილმა კავკასიურმა ნაგაზმა, სახელად ჭექა, 5 თვემდე ლეკვებში დამსახურებული პირველი ადგილი მოიპოვა და საჩუქრად მედალი და გემრიელი საკვები მიიღო.

საქართველოს წარმომადგენლებმა, ასევე, სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვეს:

კანე კორსო თეოდორე (7 თვის) - პირველი ადგილი;
ლაბრადორ რეტრივერი ჩუდა (9 თვის) - პირველი ადგილი;
ლაბრადორი ბენი (2 წლის) - მეორე ადგილი;
ეპანიოლ ბრეტონი პიპო (1.5 წლის) - პირველი ადგილი.

გამოფენის დასასრულს დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები. სხვა მონაწილეებმა ამ ეტაპზე დამარცხება ღირსეულად მიიღეს. ისინი მოემზადებიან შემდეგი გამოფენისთვის, რომელიც 2015 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

ანი ქარჩავა
სპეციალურად "zooclub.ge"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?