"პატრონი 2-3 წლის წინ გარდაცვლილა და ვაკის სასაფლაოზეა დაკრძალული..." მას შემდეგ გერმანული ნაგაზი სასაფლაოს არ ტოვებს
"პატრონი 2-3 წლის წინ გარდაცვლილა და ვაკის სასაფლაოზეა დაკრძალული..." მას შემდეგ გერმანული ნაგაზი სასაფლაოს არ ტოვებს
"კუს ტბის ასახვევთან მდებარე კაფეს შეფარებულმა უპატრონო ნაგაზმა ჩემი ყურადღება ჭკვიანი გამომეტყველებით და ღირსეული საქციელით მიიპყრო.

კაფის პერსონალს გამოველაპარაკე და მათ მიამბეს, რომ შექსპირის პატრონი 2-3 წლის წინ გარდაცვლილა და ვაკის სასაფლაოზეა დაკრძალული. მას მერე ძაღლი სახლში არ წასულა. იგი პატრონის საფლავს დასტრიალებს და იქვე ახლოს, კაფეში დაიდო ბინა, სადაც სითბოს, სიყვარულს და საკვებს არ აკლებენ.

შემეცოდა, შემიყვარდა და მას მერე თითქმის ყოველ დილას, სამსახურში წასვლამდე შეუვლი ხოლმე და საჭმელი მიმაქვს. ერთ-ერთი ვიზიტის დროს შექსპირმა ისეთი რამ გააკეთა, თვალებს არ ვუჯერებდი-
საჭმლის ნაწილი ჯერ თავად მიირთვა, მერე
დარჩენილს პირი დაავლო და ქუჩის მეორე მხარეს გადავიდა. გავყევი და რას ვხედავ -სასაფლაოს შესასვლელთან საცოდავად მობუზულ, უპატრონოდ მიტოვებულ სხვის ლეკვებს მიუტანა.

"თუ სამოთხეში ძაღლები არ არიან, სიკვდილის შემდეგ მეც იქ მინდა წასვლა, სადაც ისინი მიდიან."

ავტორი: ნანა ლოლუა

ასევე იხილეთ:

თბილისელი "ჰაჩიკო" - ძაღლი, რომელიც პატრონის საფლავს მეხუთე თვეა არ ტოვებს

კიდევ ერთი "თბილისელი ჰაჩიკო" - ძაღლი, რომელიც ოჯახის სითბოსა და სიყვარულს დარაჯობს და სიცოცხლის ბოლომდე უდარაჯებს
გულჩორა
ოჯახიდან მოდის სიყვარულიც და სიძულვილიც, შვილებს უნდა ჩაუნერგო ცხოველების სიყვარული და არ იქნება ამდენი სისასტიკე, ძალიან მიყვარს ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები და გარეთ არ გამოვალ, რომ რაიმე საჭმელი არ წამოვიღო და არ ვაჭამო ნებისმიერ შემხვედრ ცხოველს. სრულებით ვეთანხმები ამ სიტყვების ავტორს"თუ სამოთხეში ძაღლები არ არიან, სიკვდილის შემდეგ მეც იქ მინდა წასვლა, სადაც ისინი მიდიან."
Nik
ყოჩაღ ამ სიკეთისთვის, ძაან ამაღელვებელი სტატიაა.
ლია
ძალიან მიყვარს ცხოველები და ბუნება ეს ჩემი სუსტი წერტლია. გული მეტკინა ამ ძაღლზე, რამხელა სიყვარულს და ერთგულებას გამოხატავს პატრონის მიმართ, წასულსაც არ ტოვებს! აი ამიტომაც მიყვარნან. ეს მაგალით უნდა იყოს ზოგ- ზოგიერთებისთვის, რომლებიც ცხვირ აბზუებით უყურებენ ცხოველებს და ისწავლონ თუ როგორ უნდა ერთგულება და სიყვარული. პატივისცემით თქვენი ერთგული გულშემატკივარი!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?