"ჩემი მეზობლები სახლში იყვნენ და არცერთი დაეხმარა 11 წლის ბავშვს, რომელიც შველას ითხოვდა და ერთადერთი ვინც დაეხმარა ზუსტად ძაღლი იყო..."
"ჩემი მეზობლები სახლში იყვნენ და არცერთი დაეხმარა 11 წლის ბავშვს, რომელიც შველას ითხოვდა და ერთადერთი ვინც დაეხმარა ზუსტად ძაღლი იყო..."
სოციალური ქსელის მომხმარებელი მარი აბაკელია ემოციურ ისტორიას აქვეყნებს თავისი ოთხფეხა მეგობრისა და 11 წლის შვილის შესახებ. ისინი საუკეთესო მეგობრები და ერთმანეთის მცველები არიან.

"ეს ჩემი მიკედლებული ძაღლი ლამროა. ის ჩვენს სადარბაზოსთან უკვე დაინვალიდებული მოვიდა. როგორც ჩანს ლეკვობაში თათი "კეთილმა" ადამიანმა ისე დაუზიანა რომ დააინვალიდა.
ლამრო გმირი ძაღლია -მან ჩემი 11 წლის შვილი მოძალადე მამაკაცის თავდასხმისგან დაიცვა.

2018 წლის სექტემბერში ლამროს სტერილიზაცია გავუკეთეთ და ორი დღის შემდეგ ვეტ-ექიმის რეკომენდაციით ჩემმა შვილმა ეზოში ჩაიყვანა- მზეზე იწვა თავისთვის როცა ასაკოვანმა მამაკაცმა გადაწყვიტა ლამროს დიდი
ლოდის ჩარტყმა. ეს დათუნამ რომ დაინახა გადაეფარა ლამროს და დაიწყო ყვირილი. დათუნა თურმე შველას ითხოვდა
-ეხვეწებოდა არ მომიკლა ნაოპერაციებიაო,-მაშინ მოძალადე ჩემს შვილზე გაბრაზებულა და დათუნაზე გადასულა. ლამრო ვაი-ვაგლახით ამდგარა ფეხზე და დათუნას გადაფარებია.

ჩემი შვილის განწირული ყვირილი მეცხრე სართულზე გავიგე. ბავშვი შველას ითხოვდა.ფანჯრიდან დავინახე როგორ ედგა მოძალადე ლოდით ხელში და ლამრო არ უშვებდა.ტანად დიდი ძაღლია და ეტყობა ამ ფაქტორმა შეაშინა ის და ვერ გაბედა ჩარტყმა.

მინდა გითხრათ რომ ჩემი ყველა მეზობელი სახლში იყო და არცერთი არ დაეხმარა 11 წლის ბავშვს, რომელიც შველას ითხოვდა და ერთადერთი ვინც დაეხმარა ზუსტად ძაღლი იყო. ამ ამბის ჭეშმარიტებაში ვისაც ეჭვი ეპარება შეგიძლიათ მიმართოთ პოლიციის განყოფილებას- ნახოთ დაკითხვის ოქმები და გაესაუბროთ პროკურორს, რომელიც ამ საქმეს იძიებდა. როგორც არასრულწლოვანზე თავდასხმა და სიცოცხლის მოსპობის მცდელობით მიმდინარეობდა. დიახ, ძაღლი სჯობია ადამიანს. არცერთი ადამიანი არ მიეხმარა ჩემს შვილს,  ლამრომ კი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და არ მიუშვა მოძალადე ჩემს შვილთან".

Zooclub
ასევე იხილეთ:

"პატრონი 2-3 წლის წინ გარდაცვლილა და ვაკის სასაფლაოზეა დაკრძალული..." მას შემდეგ გერმანული ნაგაზი სასაფლაოს არ ტოვებს

სენაკელი ბიჭები, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებს უანგაროდ ეხმარებიან

"სად მიგყავარ ან რომ მიგყავარ ამდენ პატრონიან და ჯიშიან ძაღლებში შენც დაგცინებენ და მეც სასაცილოდ ამიგდებენო..."

Niniko
თქვენნაირებს არ უყეფენ,ერთი ჯიშისები ხართ,ძაღლი ძაღლის ტყავს არ ხევს.
თინიკოს და ანჩოს
მე არასოდეს მიყეფენ ქუჩის ძაღლები ჩვენს უბანში... თქვენგან ეტყობა უარყოფითი, ბოროტი აურა მოდის...
ადვოკატი
კი კი ანჩო,პირდაპირ პატრულს იძახებ,უყვები რაც ხდება,ვინ აჭმევს და ასე შემდეგ,მერე ოქმით სასამართლოში და ძაღლიც რო უპატრონო იყოს,პატრონად ითვლება ის ვინც კვებავს.და კომპენსაციას მოითხოვ
ანჩო
და ვის მივმართო როცა მიყეფენ,პარტული გამოვიძახო?რა პროცედურებია?რომ ჩვენგანაც მოვაცილოთ იქნებ ეს ხალხი თავისი "მეგობრებიანად".
ლია
თინიკო! ეგ ზღაპრები შენთვის დაიტოვე. ჩემს კორპუსთანაც არიან მომაგრებული ორი ძაღლი . ძალიან ერთგულები და საყვარლები. ვაჭმევთ ვასმევთ ვპატრონობთ, განსაკურებით ერთი ახალგაზრდა ბიჭი პატრონობს მათ, აბა გაბედოს ვინმემ და უბრალოდ შეურაცყოფა მიაყენოს ამ ორ ძაღლს ისეთი დამცველები ყავთ ამ ძაღლებს. რაც მთავარია ვინც ვმუშაომთ და ღამე გვიწევს მოსვლა არ არსებობს ამ ძაღლებმმა არ მიგვაცილონ სადარბაზოს კარებამდე, მითუმეტეს როცა ჩაბნელებულია სადარბაზო. ხომ შეიძლება სადარბაზოში იდგეს ორფეხა მოძალადე არსება, ამიტომ ამ ძაღლებს, ღვინიას დ ჭროღას დდი მადლობა!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?