"ჩემი მეზობლები სახლში იყვნენ და არცერთი დაეხმარა 11 წლის ბავშვს, რომელიც შველას ითხოვდა და ერთადერთი ვინც დაეხმარა ზუსტად ძაღლი იყო..."
"ჩემი მეზობლები სახლში იყვნენ და არცერთი დაეხმარა 11 წლის ბავშვს, რომელიც შველას ითხოვდა და ერთადერთი ვინც დაეხმარა ზუსტად ძაღლი იყო..."
სოციალური ქსელის მომხმარებელი მარი აბაკელია ემოციურ ისტორიას აქვეყნებს თავისი ოთხფეხა მეგობრისა და 11 წლის შვილის შესახებ. ისინი საუკეთესო მეგობრები და ერთმანეთის მცველები არიან.

"ეს ჩემი მიკედლებული ძაღლი ლამროა. ის ჩვენს სადარბაზოსთან უკვე დაინვალიდებული მოვიდა. როგორც ჩანს ლეკვობაში თათი "კეთილმა" ადამიანმა ისე დაუზიანა რომ დააინვალიდა.
ლამრო გმირი ძაღლია -მან ჩემი 11 წლის შვილი მოძალადე მამაკაცის თავდასხმისგან დაიცვა.

2018 წლის სექტემბერში ლამროს სტერილიზაცია გავუკეთეთ და ორი დღის შემდეგ ვეტ-ექიმის რეკომენდაციით ჩემმა შვილმა ეზოში ჩაიყვანა- მზეზე იწვა თავისთვის როცა ასაკოვანმა მამაკაცმა გადაწყვიტა ლამროს დიდი
ლოდის ჩარტყმა. ეს დათუნამ რომ დაინახა გადაეფარა ლამროს და დაიწყო ყვირილი. დათუნა თურმე შველას ითხოვდა
-ეხვეწებოდა არ მომიკლა ნაოპერაციებიაო,-მაშინ მოძალადე ჩემს შვილზე გაბრაზებულა და დათუნაზე გადასულა. ლამრო ვაი-ვაგლახით ამდგარა ფეხზე და დათუნას გადაფარებია.

ჩემი შვილის განწირული ყვირილი მეცხრე სართულზე გავიგე. ბავშვი შველას ითხოვდა.ფანჯრიდან დავინახე როგორ ედგა მოძალადე ლოდით ხელში და ლამრო არ უშვებდა.ტანად დიდი ძაღლია და ეტყობა ამ ფაქტორმა შეაშინა ის და ვერ გაბედა ჩარტყმა.

მინდა გითხრათ რომ ჩემი ყველა მეზობელი სახლში იყო და არცერთი არ დაეხმარა 11 წლის ბავშვს, რომელიც შველას ითხოვდა და ერთადერთი ვინც დაეხმარა ზუსტად ძაღლი იყო. ამ ამბის ჭეშმარიტებაში ვისაც ეჭვი ეპარება შეგიძლიათ მიმართოთ პოლიციის განყოფილებას- ნახოთ დაკითხვის ოქმები და გაესაუბროთ პროკურორს, რომელიც ამ საქმეს იძიებდა. როგორც არასრულწლოვანზე თავდასხმა და სიცოცხლის მოსპობის მცდელობით მიმდინარეობდა. დიახ, ძაღლი სჯობია ადამიანს. არცერთი ადამიანი არ მიეხმარა ჩემს შვილს,  ლამრომ კი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და არ მიუშვა მოძალადე ჩემს შვილთან".

Zooclub
ასევე იხილეთ:

"პატრონი 2-3 წლის წინ გარდაცვლილა და ვაკის სასაფლაოზეა დაკრძალული..." მას შემდეგ გერმანული ნაგაზი სასაფლაოს არ ტოვებს

სენაკელი ბიჭები, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებს უანგაროდ ეხმარებიან

"სად მიგყავარ ან რომ მიგყავარ ამდენ პატრონიან და ჯიშიან ძაღლებში შენც დაგცინებენ და მეც სასაცილოდ ამიგდებენო..."

თინიკო
რა საშინელებაა ეს ამდენი ძაღლი,იკბინებიან,ეს მათი ვითომ გულშემატკივრები,კიდევ უფრო აგრესიულები არიან.ჩვენი კორპუსიდან ყველა გავასახლეთ თავის ძაღლებიანად.აუცილებლად მიმართეთ სასამართლოს,რომ გაწუხებენ!
ირა
ნინის! შენნაირებზეა ნათქვამი: ბევრ ავ მეზობელს , ავი ძაღლი ჯობიაო. ძაღლი არასოდეს კეთილ დამიანს ერჩის, ხოლო ბოროტს პირიქით შორიდანვე გრძნობს. ამიტომ ნინი არ გვიკვირს შენნაირებს, რომ ვერ იტანს ძაღლი.
nini-s
შენი სული ძაღლში გადახსლდება და ისე მოგექცევიან, როგორც შენ ექცევი და მერე იჭიკჭიკე!
მახარე
ეს უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ძაღლი ბევრ ადამიანს ჯობია, პირადად მე კი ძაღლი ზოგიერთ ვაი მეგობარს, მეზობელს და ნათესავს მირჩევნია!!!
ნინი
მართალი ხარ საგა,თან რა აგრესიულები არიან,ამათი ძაღლების და ბავშვების შიშით ეზოში ვერ გავდივარ.ძაღლი და შვილი ნახე დედა მერე გამონახეო.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?