გოგონამ საქმროს მოსთხოვა ძაღლი სახლიდან მოეშორებინა, ბიჭმა ამის შესახებ, გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა
გოგონამ საქმროს მოსთხოვა ძაღლი სახლიდან მოეშორებინა, ბიჭმა ამის შესახებ, გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა
არიან ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ცხოველები და ვერ იტანენ, როდესაც მათ სიახლოვეს არსებობენ ისინი. არიან ისეთებიც, რომლებსაც ცხოველის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. ბედმა გეცელი შეახვედრა გოგონას, რომელიც ცხოველების მიმრათ უარყოფითად იყო განწყობილი.

4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ბიჭმა გადაწყვიტა საყვარელ ადამიანთან ოჯახი შეექმნა, თუმცა, მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ გოგონა მის ძაღლს, სახელად მოლის ვერ იტანდა.

გოგონამ თავის საქმროს კატეგორიულად მოსთხოვა, ოჯახის შექმნის შემდეგ ძაღლი მოეშორებინა. გეცელმა ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა გაზეთში შემდეგი განცხადება დაეწერა:

"ჩემს მეგობარ გოგონას არ მოსწონს ჩემი ძაღლი
მოლი. ამიტომ მომიწევს მისთვის ახალი სახლის პოვნა. ის სუფთა სისხლის არის, ჩემთან ერთად გაატარა 4
წელი. მას ძალიან მოსწონს თამაში, თუმცა, არ არის კარგად გაწვრთნილი. მას აქვს გრძელი თმა და აუცილებლად საჭიროებს კარგ მოვლას, განსაკუთრებით ფრჩხილების. არ სძინავს და მთელი ღამე ხმაურობს, ის მხოლოდ იძინებს მაშინ, როცა მე ვმუშაობ. უყავრს გემრიელი და ძვირადღირებული საკვები. ის არასოდეს მოგეგებებათ კარებთან, როცა თქვენ სამსახურიდან სახლში დაღლილი დაბრუნდებით და არასოდეს იქნება თქვენს მიმართ მოსიყვარულე, მაშინაც კი, როცა თქვენ თავს ცუდად იგრძნობთ. არ იკბინება, თუმცა, იოლად შეუძლია მოაწყოს არასასიამოვნო სცენები!
თუ ვინმე დაინტერესდით, ჩემი ეგოისტი, მერკანტული, უგულო 30 წლის მეგობარი გოგონას აყვანით, მოდით და წაიყვანეთ. მე და ჩემს ძაღლს გვსურს, რომ ის მალე წავიდეს ჩვენი სახლიდან. იჩქარეთ!!!"

რამდენიმე დღის შემდეგ, გრეცელმა განაახლა განცხადება, სადაც ეწერა, რომ გოგონა თავის მშობლებმა დაიბრუნეს. ხოლო გრეცელი და მოლი ეძებენ ახალ მეორე ნახევარს, რომელიც ცხოველების მიმართ კეთილგანწყობილი იქნება.

ასევე იხილეთ:

წერილი მეზობელს: "იქნებ თქვენი მცენარეები სხვა ფანჯარასთან მოათავსოთ?"

წერილი ადამიანებს უნარშეზღუდული ძაღლისგან

სამი წლის ბავშვმა თავის დაღუპულ ძაღლს წერილი მისწერა და… პასუხი მიიღო

თამო
ასეთი ქალი გასაგდებია ზუსტად სახლიდან :) კი არ უნდა იშვილონ ქუჩაში გააგდონ :)
მარინა წიკლაშვილი
ვინც წასავლელი იყო, წავიდა... ღმერთმა დალოცოს და გაუმართლოს გრეცელს და მოლის ა დ ა მ ი ა ნ ი ს პოვნაში....
manana-sh
ეშმაკი გოგო! 4 წლის განმავლობაში არ იცოდა რომ ძაღლი ყავდა? რატომ თავიდანვე არ უთხრა? ის მიიღო რაც ეკუთვნოდა! მე მიყვარს ცხოველები, ფრინველები და კეთილი ადამიანები!
ლია
ბიჭი სწორად მოქცეულა, ასეთი გოგონა სახლიდან გასაგდებია.
Luka
ვენაცვალე მაგ ბიჭს მაგარი ძმაა. და თუ ვინმე ფიქრობს გოგო საუკეტესო მეგობარს სახლიდან გააგდებინებს შეყვარებულს ძალიან ცდება მეც ეგრე მოვიქცეოდი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?