წერილი ადამიანებს უნარშეზღუდული ძაღლისგან (+ვიდეო)
წერილი ადამიანებს უნარშეზღუდული ძაღლისგან (+ვიდეო)
"გამარჯობა, მე ველდა ვარ, მიყვარს თამაში და ვარ ძალიან მეგობრული, მაგრამ არავის უნდოდა ჩემი აყვანა, რადგან ვარ ასაკოვანი და უნარშეზღუდული. 

თუმცა, ამ ქვეყანაზე მოსიყვარულე ადამიანებიც ყოფილან. BETA ("ცხოველთა ეთიკური მკურნალობის ცენტრი") ბეირუთის ორგანიზაციამ დაგეგმა შინაურ ბინადართა კეთილდღეობის კამპანია. ისინი ჩემნაირ ძაღლებს აგზავნიან სხვადასხვა ქვეყანაში და ისინი იქ პოულობენ მოსიყვარულე ოჯახებს.

სამწუხაროდ, ძაღლის სხვა ქვეყანაში გაგზავნა, სამედიცინო ხარჯები, კვება და გაჩუქებამდე დაცულ ადგილზე განთავსება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენ დაცულები და ბედნიერები ვიყოთ, თუმცა, თავშესაფარში მყოფი ძაღლი
ბედნიერი არასოდესაა. ამიტომ BETA ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად მოგვიძებნოს პატრონები, რომლებსაც ვეყვარებით და ვიქნებით დაცულები.

ზოგიერთი
ადამიანი, ორგანიზაციას კიცხავს იმის გამო, რომ ნებისმიერ მსურველს ძაღლს არ ატანენ, მაგრამ ისინი ცდილობენ, ცხოველი სანდო ოჯახში გააჩუქონ, რათა შემდეგ სრულყოფილ ოჯახის წევრად ვიგრძნოთ თავი. ცუდ ადამიანებთან მოხვედრას, მირჩევნია, თავშესაფარში დავრჩე.

ეს მე ვარ, ცოტა ხნიერი და ცოტა უნარშეზღუდული. 

Zooclub

ესენი არიან ჩემი მეგობრები, რომლებიც სხვა ქვეყანაში, თავიანთ ახალ ოჯახებში მიდიან.

Zooclub

ეს ლეგია, რომელსაც სამი ფეხი აქვს და ის კანადაში მოსიყვარულე ოჯახში გაჩუქდა.

Zooclub

უსინათლო და სმენადაქვეითებული სტრადუსი, თავის ლამაზ მეგობართან ერთადაა, რომელიც ასევე სმენადაქვეითებულია. ისინი ახალ პატრონთან ერთად სეირნობენ სკვერში (აშშ).

Zooclub

ური ხნიერი ძაღლია, რომელიც საფრანგეთის ქუჩებში ახალ პატრონთან ერთად სეირნობს.

Zooclub

გრანდი, რომელსაც ხერხემლის პრობლემა აქვს, გაჩუქდა გერმანიაში, ერთ-ერთ მოსიყვარულე ოჯახში.

Zooclub

ნახეთ, რა ბედნიერია ჩემი მეგობარი ნოუშკა, რომელსაც სამი ფეხი აქვს და მოსიყვარულე პატრონთან ერთად დროს ატარებს.

იხილეთ ვიდეო

ჩვენსავით კიდევ არა ერთი ძაღლია, რომლებსაც სითბო და სიყვარული სჭირდებათ. ვისურვებ, რომ მათაც ჩემსავით მზრუნველი პატრონი ეპოვნოთ. ადამიანებს კი ვთხოვ, რომ შეიფარეთ ცხოველები, ჩვენ თქვენ გარეშე დავიღუპებით."

ასევე იხილეთ:

უნარშეზღუდული ძაღლი პატრონის გადასარჩენად ღობეზე გადახტა

მიტოვებული ძაღლის სტრესი და ფსიქიკა

40 ძაღლისთვის დამზადებული სადილი

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?