გოგონამ საქმროს მოსთხოვა ძაღლი სახლიდან მოეშორებინა, ბიჭმა ამის შესახებ, გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა
გოგონამ საქმროს მოსთხოვა ძაღლი სახლიდან მოეშორებინა, ბიჭმა ამის შესახებ, გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა
არიან ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ცხოველები და ვერ იტანენ, როდესაც მათ სიახლოვეს არსებობენ ისინი. არიან ისეთებიც, რომლებსაც ცხოველის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. ბედმა გეცელი შეახვედრა გოგონას, რომელიც ცხოველების მიმრათ უარყოფითად იყო განწყობილი.

4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ბიჭმა გადაწყვიტა საყვარელ ადამიანთან ოჯახი შეექმნა, თუმცა, მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ გოგონა მის ძაღლს, სახელად მოლის ვერ იტანდა.

გოგონამ თავის საქმროს კატეგორიულად მოსთხოვა, ოჯახის შექმნის შემდეგ ძაღლი მოეშორებინა. გეცელმა ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა გაზეთში შემდეგი განცხადება დაეწერა:

"ჩემს მეგობარ გოგონას არ მოსწონს ჩემი ძაღლი
მოლი. ამიტომ მომიწევს მისთვის ახალი სახლის პოვნა. ის სუფთა სისხლის არის, ჩემთან ერთად გაატარა 4
წელი. მას ძალიან მოსწონს თამაში, თუმცა, არ არის კარგად გაწვრთნილი. მას აქვს გრძელი თმა და აუცილებლად საჭიროებს კარგ მოვლას, განსაკუთრებით ფრჩხილების. არ სძინავს და მთელი ღამე ხმაურობს, ის მხოლოდ იძინებს მაშინ, როცა მე ვმუშაობ. უყავრს გემრიელი და ძვირადღირებული საკვები. ის არასოდეს მოგეგებებათ კარებთან, როცა თქვენ სამსახურიდან სახლში დაღლილი დაბრუნდებით და არასოდეს იქნება თქვენს მიმართ მოსიყვარულე, მაშინაც კი, როცა თქვენ თავს ცუდად იგრძნობთ. არ იკბინება, თუმცა, იოლად შეუძლია მოაწყოს არასასიამოვნო სცენები!
თუ ვინმე დაინტერესდით, ჩემი ეგოისტი, მერკანტული, უგულო 30 წლის მეგობარი გოგონას აყვანით, მოდით და წაიყვანეთ. მე და ჩემს ძაღლს გვსურს, რომ ის მალე წავიდეს ჩვენი სახლიდან. იჩქარეთ!!!"

რამდენიმე დღის შემდეგ, გრეცელმა განაახლა განცხადება, სადაც ეწერა, რომ გოგონა თავის მშობლებმა დაიბრუნეს. ხოლო გრეცელი და მოლი ეძებენ ახალ მეორე ნახევარს, რომელიც ცხოველების მიმართ კეთილგანწყობილი იქნება.

ასევე იხილეთ:

წერილი მეზობელს: "იქნებ თქვენი მცენარეები სხვა ფანჯარასთან მოათავსოთ?"

წერილი ადამიანებს უნარშეზღუდული ძაღლისგან

სამი წლის ბავშვმა თავის დაღუპულ ძაღლს წერილი მისწერა და… პასუხი მიიღო

liza
შინაური ცხოველების გარეშე სახლი ვერ იქცევა ბინად. ეხლა რომ ვფიქრობ ნეტავი როგორ ვცხოვრობდი ადრე ჩემი ძაღლის გარეშე? უბრალოდ ვარსებობდი.
ana
რა უფლება აქვს მეორე ნახევარს მოსთხოვოს ძაღლის გაგდება? როცა 2 ადამიანი ერთმანეთს ცხოვრებას უკავშირებს, კეთილი ინებოს ორივემ და ისეთი მიიღონ ერთმანეთი, როგორებიც არიან
dato
ცოლად გაყვა და ოფოფები გაშალა? ეგრე უნდა. საუკეთესო მეგობარს სახლიდან არ აგდებენ !!!
სისი
ძაღლთან ერთად მეც ვერ ვიცხოვრებ და არც ისეთი კაცი მჭირდება,ვისაც ნებისმიერი ძაღლი უფრო მეტად ეყვარება,ვიდრე მე.და მითუმეტეს ვინც 4 წლიანი ერთად ყოფნის შემდეგ ძაღლში გამცვლის.ის გოგო ბედნიერი უნდა იყოს რომ ეგეთ იდიოტს ცოლად არ გაყვა.ცხოველები მეც მიყვარს მაგრამ ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.
ashekali
Zalian momewona:-) sakadrisi miigo mag gogom- tviton miabrzanes saxlidan....asea, visaz zaglebi ar ikvars :-)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?