სამი წლის ბავშვმა თავის დაღუპულ ძაღლს წერილი მისწერა და… პასუხი მიიღო
სამი წლის ბავშვმა თავის დაღუპულ ძაღლს წერილი მისწერა და… პასუხი მიიღო
ოჯახის უსაყვარლესი ბინადრის დაღუპვა ყოველთვის მძიმეა, მაგრამ განსაკუთრებით მძიმედ ამას ბავშვები იტანენ. ისინი ხომ არა მხოლოდ ცხოველს კარგავენ, არამედ საუკეთესო ოთხფეხა მეგობარს.

მას შემდეგ, რაც წყვილმა ვირჯინიის შტატიდან, მერიმ და რობერტ უესტბრუკებმა სამუდამოდ დაკარგეს 13 წლის ბიგლი, სახელად მო, მათი შვილი ლიუკი განუწყვეტლივ ეკითხებოდა მშობლებს, თუ რა მოუვიდა ძაღლს.

მშობლებმა უთხრეს ბავშვს, რომ მო "ძაღლების ზეცაში" მოხვდა, მაგრამ ბავშვი აგრძელებდა შეკითხვების დასმას. ერთხელ საღამოს მერი დაჯდა და დაუწერა წერილი მოს, სადაც მისი შვილის მიერ ნაკარნახევი ტექსტი ჩაწერა.

მერის არ შეეძლო თავისი
3 წლის შვილის მოტყუება, ამიტომ მან ნამდვილი წერილი დაწერა და საფოსტო ყუთში ჩააგდო, სადაც ადრესატის
მისამართში მითითებული იყო: "მო. "ძაღლების ზეცა", პირველი ღრუბელი".

Zooclub

მერის სურდა, წერილი ყუთიდან ამოეღო, როგორც კი ლიუკი დაიძინებდა, მაგრამ მისულს ის უკვე გაგზავნილი დახვდა.

Zooclub

მეორე დილით საფოსტო ყუთში დედა-შვილმა იპოვა წერილი, სადაც გამომგზავნელის გრაფაში ეწერა: "მოსგან".

Zooclub

"მე "ძაღლების ზეცაში" ვარ. მთელი დღე ვთამაშობ და ბედნიერად ვცხოვრობ. გმადლობ, რომ იყავი ჩემი მეგობარი. მე "გავ" (ძაღლების ენაზე ალბათ ნიშნავდა "მიყვარხარ") შენ, ლიუკ".

პატარა ლიუკი გაოცებული დარჩა მოსგან პასუხი რომ მიიღო, მაგრამ მასზე მეტად ბავშვის მშობლები დაიბვნენ სრულიად უცნობი ადამიანის ასეთი საოცარი სიკეთით.

Zooclub

"მო ჩემს ცხოვრებაში 13 წლის წინ მოვიდა და მან დიდი სიხარული და ბედნიერება მოიტანა. დღემდე მენატრება ჩვენი პატარა მო", - ამბობს მერი.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, წერილზე ბავშვს ფოსტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ზინა ოუენსმა უპასუხა. ის ფოსტაში უკვე 25 წელია მუშაობდა.

Zooclub

"ამ წერილმა მთლიანად შემძრა...  ეს იყო პატარა ბავშვისგან, რომელმაც დაკარგა თავისი ძაღლი და რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, როდესაც მიდის ის, ვინც თქვენ გიყვართ, ყოველთვის ძალიან მტკივნეულია. ამ განსაკუთრებულად თბილმა წერილმა ჩემი დღე დაუვიწყარი გახადა, ამიტომ იმავეს გაკეთება მომინდა ლიუკისთვის და მისი ოჯახისთვის. ეს უბრალოდ სიყვარულია", - თქვა ზინამ.

და მას ეს ნამდვილად გამოუვიდა: ამ კეთილ საქციელს და ამ წერილს არასოდეს დაივიწყებენ პატარა ლიუკი და მისი მშობლები.
nato
ბევრი ვიტირე თან ჯემი ძაღლი გამახსენდა,მეც მომიკვდა .გაიხაროს იმ ქალმა სიკეთისთვის.
m
ამეტირა,რაქ კარგია კარგი ადამიანები რომ არსებობენ,რამხელა სიხარული მიანიჭა ბავშვს.გაიხაროს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?