error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/a14285146c658d88e961b4ea8f9cdfaf.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
წერილი ჩემს კატას
წერილი ჩემს კატას
"ჩემო საყვარელო ფისუნია,
ძალიან მიყვარხარ, თუმცა ჩემი წერილით, მინდა, უმნიშვნელოდ გისაყვედურო და იმედია, არ გამებუტები:

ხშირად ძილის დროს, შენ ისე ხარ მოკალათებული, ჩემი ადგილი არ არის. რამდენჯერაც გთხოვ, რომ გვერდით გაიწიო ან ჩემს ფეხთან გადაინაცვლო, ჩემს თავზე რატომ ცოცდები და იძინებ?!

Zooclub

თეფში, სადაც შენი საკვები დევს არის შენი, ხოლო, რომელიც მაგიდაზე დევს არის ჩემი. რატომ გინდა, რომ ყოველთვის ჩემი თეფშიდან მიირთვა? მე ხომ არ ვჭამ შენს საჭმელს?!

Zooclub

როდესაც ავდივარ კიბეზე, რატომ ცდილობ ჩემი ფეხის ახლოს სირბილს?! ხომ შეიძლება, ფეხი დამიცდეს და ჩამოვარდე კიბიდან?! მე არ ვარ ისეთი სწრაფი, როგ
ორიც
შენ. 

Zooclub

არ მეგონა, ჩემი მყუდროებისთვის, რომ უფრო დიდი საწოლის ყიდვა  იქნებოდა საჭირო, იმის გათვალისწინებით, რომ ორი ზრდასრული ადამიანი თავისუფლად ეტევა. თუმცა, როდესაც შენ ჩემს საწოლზე გძინავს, მე დივანზე ვწვები, იმიტომ რომ ჩემი ადგილი აღარ არის. ცნობისთვის, შენ გაქვს საწოლი, რომელიც ძალიან კომფორტულია.

Zooclub

არც ისე პატარა სივრცეა ჩვენს სახლში, თუმცა კომპიუტერთან ყოფნისას, შენ ყოველთვის კლავიატურაზე გინდა დაწოლა. გაიხედე აქეთ-იქით,  რამდენი ადგილია! შეგიძლია, სხვაგან, ბევრად უფრო კომფორტულად იგრძნო თავი და მეც ხელს აღარ შემიშლიდი.

Zooclub

ძალიან ხშირად ვსარგებლობ აბაზანით და არ არის აუცილებელი, ყოველი შესვლის დროს, შენც იქ იყო და თვალს მადევნებდე. შენ გარეშეც შემიძლია, მშვიდად მივიღო აბაზანა.

Zooclub

ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რისი თქმაც მინდოდა. ძალიან მინდა, ყველა ჩემი თხოვნა გაითვალისწონო, თუ ეს შენთვის არ არის რთული შესასრულებელი.

ამ წერილს შემოსასვლელ კართან დავკიდებ, რომ არ დაგავიწყდეს.

მიყვარხარ, იმიტომ რომ ჩემი ოჯახის წევრი ხარ. გკოცნი ბევრს!
სიყვარულით, შენი ერთგული პატრონი..."

ასევე იხილეთ:

რჩევები ცხოველებისგან, როგორ გავხდე ბედნიერი

ლაბრადორის სიყვარულის გამო კატა სახლიდან გაიქცა

მხოლოდ მათთვის, ვისაც ცხოველები უყვარს

ლია
ეჰ,ეგეთ დღეში გვაგდებენ კატები,მაგრამ მაინც გვიყვარს!
gogishvili
საკვარელი ტერილია...დისკომფორტს ქმნიან,მაგრამ ზალიან საკვარლები და ტბილები არიან...5 ფისო მკავს და ზალიან მიკვარს ისინი
manana
მეორე სურათზე ნამდვილად ჩემი ფისოა.გენაცვალეთ..... ვისაც ცხოველები გიყვართ.ყველაზე საყვარელი,თბილი და კეთილი ხალხი.
xaxa
:D :D ჩემ ძაღლში ეჭვი მეპარება უკვე :D :D :D :D
meeee
:D :D :D
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?