ბავშვის წერილი: "ღმერთო, გაუფრთხილდი ჩემს ძაღლს!"
ბავშვის წერილი: "ღმერთო, გაუფრთხილდი ჩემს ძაღლს!"
როცა მერედითი რამდენიმე თვის იყო, მშობლებმა მას ძაღლი მიუყვანეს. ამ ძაღლს ებბი დაარქვეს. ებბი არა მხოლოდ ძაღლი, არამედ მერედითის მეგობარი და დამცველი გახდა. წლების განმავლობაში ბავშვი და ძაღლი განუყრელი მეგობრები იყვნენ. როგორც ყველა ძაღლი, დროთა განმავლობაში ებბიც დაბერდა, მას თამაშიც აღარ შეეძლო, თუმცა, ყოველთვის საუკეთესო მეგობრის გვერდით იყო. 

Zooclub

ებბი გარდაიცვალა. მერედითი ძალიან განიცდიდა საუკეთესო მეგობრის დაკარგვას. პატარა გოგონა იხსენებდა, როგორ თამაშობდა თავის ძაღლთან ერთად და ხშირად ტიროდა. გარდაცვალებიდან მეორე დღეს ბავშვმა გადაწყვიტა წერილი გაეგზავნა ერთადერთისთვის, ვისაც მასზე მეტად უყვარდა ებბი -
მერედითის წერილი
ღმერთს ეკუთვნოდა:

"საყვარელო ღმერთო,

შეგიძლია, ჩემს ძაღლს გაუფრთხილდე? ის დაიღუპა გუშინ და წამოვიდა შენთან, სამოთხეში. მე ის ძალიან მენატრება. ბედნიერი ვარ, რომ მაჩუქე ებბი და ჩემს გვერდით იყო წლების განმავლობაში. ჩვენ ყოველ დღე ერთად ვთამაშობდით.

დიდი იმედი მაქვს, რომ მასთან ერთად ითამაშებ. მას უყვარს ცურვა და ბურთით თამაში. მე გიგზავნი ებბის სურათს, რათა შეხვედრის დროს იცნო. ძალიან მენატრება.

სიყვარულით მერედითი!"

გოგონამ წერილს დაურთო ებბის სურათი და მოათავსა საფოსტო ყუთში.
მერედითი კვლავაც გულგატეხილი იყო. ის დედას ეკითხებოდა მიიღებდა, თუ არა ღმერთი მის წერილს. დედა ამშვიდებდა და ეუბნებოდა, რომ ღმერთი აუცულებლად წაიკითხავდა მას.

რამდენიმე დღის შემდეგ გოგონას დედამ საფოსტო ყუთში აღმოაჩინა შვილის სახელზე, ოქროსფერ ქაღალდში გახვეული ნივთი. გაკვირვებულმა ქალმა, გზავნილი მერედითს გადასცა. როდესაც ის გახსნეს, აღმოჩნდა მისტერ როჯერის წიგნი "როცა შინაური ბინადრები კვდებიან".

მერედითმა გაშალა წიგნი და შიდა ყდაზე ეწერა:

"საყვარელო მერედით,

ებბი მშვიდობით ჩამოვიდა სამოთხეში. შენი გამოგზავნილი სურათი ძალიან დამეხმარა და მე ის მაშინვე ვიცანი.

ებბი აღარ არის ცუდად. მისი სული უკვე ჩემთანაა ისევე, როგორც შენს გულში. ის ძალიან ბედნიერია შენთან გატარებული წლებით. მის სურათს უკან გიგზავნი, რადგან მე და ებბი შევხვდით ერთმანეთს. მადლობა ასეთი თბილი წერილისთვის და მადლობა დედას, რომ დაგეხმარა მის დაწერაში. მე გიგზავნი ყოველდღიურად ჩემს ლოცვებს და დაიმახსოვრე - მე შენ ძალიან მიყვარხარ. იცოდე, რომ ჩემი პოვნა იოლია, მე ყველგან ვარ. მე იქ ვარ, სადაც სიყვარულია.

მიყვარხარ, ღმერთი!"

შემდეგი რამდენიმე საათი მერედითი დედასთან ერთად იხსენებდა შინაურ ბინადართან გატარებული წლებს. ებბი ის პირველი მეგობარი იყო, რომელიც მერედითს არასოდეს დაავიწყდებოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

წერილი მეზობელს: "იქნებ თქვენი მცენარეები სხვა ფანჯარასთან მოათავსოთ?"

სამი წლის ბავშვმა თავის დაღუპულ ძაღლს წერილი მისწერა და… პასუხი მიიღო

გოგონამ საქმროს მოსთხოვა ძაღლი სახლიდან მოეშორებინა, ბიჭმა ამის შესახებ, გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა

ნანა
მეც მომიკვდა ძაღლი უჭკვიანესი და უსაყვარლესი, ლამის გადავყევი, დღესაც ვერ ვიხსენებ ცრემლის გარეშე სამი თვე ვეძებდით მისსავე ჯიშისა და ფერისას და თვენახევრის მოვიყვანეთ. უბეში ჩასმული გავზარდე, დღეს ოთხი წლის ბიჭია რომ ვერ მხედავს გიჟდება რომ ეტყვიან დედა სად არისო გამწარებული მეძებს, ამას წინათ შეუძლოდ ვიყავი რომ ვერ დამინახა გადარეული დარბოდა, სახლში შემოვარდა მომძებნა გვერდით დამიდო თავი, მე ვეფერებოდი და ვეუბნებოდი რომ მეც ძალიან მიყვარხარ მეთქი და ცრემლები წამოუვიდა არ ვიცი თუ მოვესწარი შ ე მ დ ე გ რა მეშველება?
LIZA
იმაზე ფიქრიც მკლავს რომ ჩემი ძაღლი როდისმე დაბერდება, უკვე 3 წლისაა და სახე აღარ აქვს ლეკვის. მეც ალბათ მოვკვდები ვერ გადავითან მის სიკვდილს.
fiso-gori
ცრემლები მახრჩობს, რამდენი ვიტირე!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?