წერილი მეზობელს: "იქნებ თქვენი მცენარეები სხვა ფანჯარასთან მოათავსოთ?"
წერილი მეზობელს: "იქნებ თქვენი მცენარეები სხვა ფანჯარასთან მოათავსოთ?"
ძაღლისა და კატის უცნაური სიყვარული სევდიანად დამთავრდებოდა, რომ არა მათი პატრონები. 
ყოველ დღე ძაღლი თავისი ფანჯრიდან სიყვარულითა და სითბოთი უყურებდა კატას, რომელიც მის წინ მცხოვრები მეზობლის ფანჯარასთან იჯდა. თუმცა, ერთ დღეს კატა აღარ გამოჩნდა და მის მაგივრად იმავე ადგილზე მცენარეები ელაგა. ძაღლი სევდიანი გახდა, საკვებზეც უარს ამბობდა და რამდენიმე დღე მოწყენელი იყო. ის ხშირად მიდიოდა ფანჯრის სიახლოვეს იმ იმედით, რომ კატა ისევ გამოჩნდებოდა, თუმცა, მისი მეგობარი არსად ჩანდა.

ძაღლის დარდს პატრონიც განიცდიდა, ამიტომ ერთ დღეს მან მეზობლის ფანჯარაზე განათავსა ქაღალდი,
სადაც ეწერა: 

"კეთილო მეზობელო, შესაძოა, ეს სასაცილოდ მოგეჩვენოთ, თუმცა, ჩემი ძაღლი შეყვარებულია თქვენს კატაზე. ჩვენ
თქვენი სახლის პირდაპირ ვცხოვრობთ. რამდენიმე დღეა, თქვენი კატა არ გამოჩენილა, ამიტომ ჩემი ძაღლი ძალიან სევდიანია და განიცდის. უკვე 3 დღეა, ის მოუსვენრად დადის ფანჯრის სიახლოვეს, დაადებს თათს ფანჯრის კიდეს და იყურება თქვენსკენ იმ იმედით, რომ თქვენს კატას ისევ დაინახავს. ჩემი ძაღლი გულგატეხილია თქვენი კატის მოლოდინში. შევამჩნიე, რომ ფანჯარასთან მცენარეები განათავსეთ, თუ არ შეწუხდებით, იქნებ ეს ყვავილები სხვა ადგილზე დაალაგოთ, რომ ჩემმა ძაღლმა ისევ დაინახოს თქვენი კატა.

დიდი პატივისცემით, თქვენი მეზობელი."

მეორე დღეს არც ერთი მცენარე არ იყო ფანჯარასთან და კატა ისევ იმავე ადგილზე იჯდა, ხოლო ფანჯარაზე იყო წარწერა: "ნამდვილი სიყვარულისთვის". გახარებული ძაღლი კვლავ კუდის ქიცინით უყურებდა მეზობლის კატას.

Zooclub

ადამიანები დიდ პატივისცემასა და სიყვარულს გრძონობენ თავისი ბინადრების მიმართ. სწორედ ამის შედეგად, ეს ცხოველები კვლავ კმაყოფილები უმზერენ ერთმანეთს.

ასევე იხილეთ:

წერილი მათთვის, ვინც ძაღლი თავშესაფრისთვის გაიმეტა

წერილი ჩემს კატას

წერილი ადამიანებს უნარშეზღუდული ძაღლისგან

tamriko gogishvili
საოცარი სიკვარულის ისტორია ტავიკიტხე...მადლობა გმერტს,ასე რომ უკვარტ ცხოველები კეტილ ადამიანებს...იმ ბოროტი ადამიანებისგან განსხვავებიტ ზაგლის კეფა რომ ატუხებტ....ესეტები აქაც ბლომადაა...ბოროტები
მანანა-შ
გვყავდა ძაღლი, რომელმაც ლეკვებთან ერთად უპატრონო კნუტი გაზარდა. მერე მეზობლები შეუჩნდნენ მამაჩემს ,,გვაწუხებს შენი ძაღლი და მოაშორეო”. ძაღლი სხვა სოფელში წავიყვანეთ, თუმცა იქიდან გამოიქცა და მანქანამ იმსხვერპლა. მისი წაყვანიდან კატაც გაქრა, სამი კვირის მერე მოვიდა გაძვალტყავებული, მივეფერეთ დავბანეთ ვაჭამეთ.... დილით ბაღის ბოლოში მკვდარი ვნახეთ. მეც ძალიან პატარა ვიყავი იმისთვის რომ ჩემს მეზობლებს წინ აღვდგომოდი, რასაც დღემდე განვიცდი.
liza
სოფელში გვყავდა კატა რომელსაც უყვარდა ერთი ჩვენი ქათამი, სულ ერთად დადიოდნენ, კატას საქათმეში ამ დედალთან ერთად ეძინა, მერე მახსოვს ეს დედალი დაკლეს და კატაც გაქრა ეზოდან. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი თორემ არ დავაკვლევინებდი დედალს.
102010
პატარა ლეკვი ვიშვილეთ,ამ დროს ჩვენს კატას პატარა ფისუნიები შეეძინა.ლეკვსაც ისე აწოვებდა ძუძუს,როგორც საკუთარ კნუტებს.ცუგოს თუ მოშივდებოდა და კატა ხეზე ან სახურავზე იყო ყეფდა ისიც მაშინვე ჩამოდიოდა და აჭმევდა.საოცარი სანახაობა იყო:))
liza
როგორ მინდა დავიჯერო რომ ჩვენს ქვეყანაშიც ასე მოხდებოდა, და მეზობელი არ იტყოდა მე ვიცი ჩემს ყვავილებს სადაც დავალაგებო:)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?