ძაღლების ყოლა და მათი ქუჩაში გასეირნება გამათრახებით დაისჯება
ძაღლების ყოლა და მათი ქუჩაში გასეირნება გამათრახებით დაისჯება
პარლამენტის 39-მა დეპუტატმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც შინ ძაღლებისა და მაიმუნების ყოლა და მათი ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასეირნება აიკრძალება - იტყობინება ირანის საინფორმაციო სააგენტო- "Tabnak". 

თუ კანონპროექტი დამტკიცდება, ირანის მოქალაქეებს, რომელთაც სახლში ძაღლი ან მაიმუნი ჰყავთ, სასჯელი ელით - მათრახის 74-ჯერ დარტყმა ან ჯარიმა 300-დან 3000 დოლარამდე.

ასევე, გამკაცრებულია ზომები იმ მედიასაშუალებების მიმართ, რომლებიც ავრცელებენ ამ ინფორმაციას. მათ წარმომადგენლებსაც, ასევე, გამათრახება და მეტიც, ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა ელით.

კანონპროექტის მიხედვით, ჩამორთმეული ცხოველები გადაეცემა ზოოპარკს ან მათ გაუშვებენ ტყესა და უდაბნოში.
იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი ძალაში შევა, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო გამოაქვეყნებს ცხოველების სიას, რომლებსაც ზიანი მოაქვს
ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

კანონპროექტი არ ვრცელდება პოლიციის თანამშრომლებზე და იმ პირებზე, რომლებიც სამეურნეო საქმიანობას მისდევენ, ასევე მწყემსებსა და მონადირეებზე, ანუ იმ პირებზე, რომელთა პროფესიისთვისაც საჭიროა ცხოველების ყოლა.

წყარო: www.trend.az

ასევე იხილეთ:

ტაძარი, რომელშიც ცხოველები და ადამიანები ერთად ცხოვრობენ

კანონი, რომელიც ყველა ძაღლის პატრონმა უნდა იცოდეს
giorgi
ჯემალი - მერე აჭამე თუ რამე გაქვს, რა შენ როცა გშია ცხოველს არ შია? 4 კატა მყავს, ვერ ვაგდებ, და ყოველ კვირა ვაჭმევ 10 ლარის საჭმელა, ძღლი მოეკედლა მეზობლად და ძველ პურს კი არ ვაგდებ მას ვუყრი, სავარჯიშოდ რომ მივდივარ ქართული მოკლებეწვიანი კავკასიური ნაგაზი ყავთ სტადიონზე(ვინც გარეთ გააგდო მე იმისი ისეთი ჭკვიანია, ძუ) იმასაც ვაჭმევ ხოლმე, წყალსაცავია და ტუ მოვხვდები დაბურღული წლის წამოსაღებად, იქაც ყავთ შავი ბალონდა იმისთ%ვისაც მიმაქვს პური, რა მაკლდება რამე - შიათ და აჭამე.... ადამინობაა ეს და მეტი არაფერი ა.დ ა მ ი ა ნ ო ბ ა
ქეთი
მერე არ გეცოდებათ ცხოველები, შეგიძლიათ ერთი ლუკმა მაინც გადაუგდოთ და მადლი ჰქმნათ!
tutuci
ძაღლი ეზოში,პატრონები მათრახის ქვეშ.ინშ ალახ.
jemali
ძაღლი გყავს თუ კატა რომლის ყოლაც შენ გსიამოვნებს, მეზობელს უსიამოვნებას არ უნდა უქმნიდეს, ახლა როცა ხალხს თავისი საჭმელი არა აქვს, განსაკუთრებით რეგიონებში, უნდა ნახოთ რამდენი უპატრონო და პატრონიანი ძაღლები მაწუხებენ ეზოში, აივანზეც კი ხტებიან ისე შიათ.მე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?