ვინც ძაღლს სიცივისა და ყინვის დროს ეზოში დატოვებს, გადაიხდის სოლიდურ ჯარიმას (+ვიდეო)
ვინც ძაღლს სიცივისა და ყინვის დროს ეზოში დატოვებს, გადაიხდის სოლიდურ ჯარიმას (+ვიდეო)
როგორც ჩანს, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოველთა უფლებები კიდევ უფრო მკაცრდება . სენთ-ლუისის (აშშ) პოლიციის თქმით, დიდი ჯარიმა დაეკისრებათ და ცხოველები ჩამოერთმევათ ძაღლების იმ მფლობელებს, რომლებიც სიცივესა და ყინვაში ოთხფეხა ბინადარს ეზოში დატოვებენ.

შეიქმნება დამატებითი საპატრულო პოლიცია, რომელიც ცხოველთა მონიტორინგის თანამშრომლებთან ერთად, ყურადღებას მიაქცევს ჰყავს თუ არა პატრონს ცხოველი ეზოში ყინვის დროს. ეს კომპანიონი ცხოველების ერთ-ერთი დაცვის სტრატეგიაა. 

იმ შემთხვევაში, თუ ეზოში იქნება დაბმული ძაღლი, რომელსაც მისთვის განკუთვნილი შესაფარებელი ადგილი არ აქვს, პატრონს დაეკისრება სოლიდური ჯარიმა და ცხოველს ჩამოართმევენ.

სანტ-ლუის სითიში ასევე ამოქმედდა ცხელი ხაზი. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე შეამჩნევს მსგავს
დარღვევას, აუცილებელია, დარეკოს ცხოველთა კონტროლის ცენტრში.

იხილთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ძაღლების ყოლა და მათი ქუჩაში გასეირნება გამათრახებით
დაისჯება


დიდი ჯიშის ძაღლები აღარ იარსებებენ?
ნანა
ადამიანების დატოვება სიცივეში და ყინვაში არ დაისჯება?
თინა ჭავჭანძე
ცოტა მეუცნაურება სხვა ქვეყნების ცხოველთა დაცვსი სამსახურების მოხსენიება ცხოველთა მონიტორინგად,კონტროლი გაცილებით შესაბამის ტერმინია,მონიტორნგი კი მგონი მცდელობაა ჩვენი მონიტორნგის სააგენტოსთან ასოციაციის შექმნისა. ეს ტერმინი არც ერთ წყაროში არ შემხვედრია.
LIZA
ძალიან მოხარული ვიქნები თუ საქართველოში გაამკაცრებენ კანონებს და დიდ ჯარიმებს დააწესებენ ცხოველთა ასეთი წვალებისათვის. როგორ უნდა გაიმეტო ცოცხალი არსება სიცივეში ასე გარეთ?
NATIA
ძალიან კაი...აქაც მაინც შემოიღებდნენ ამ კანონს....
ok
ძალიან კარგი, მაგრამ ჩვენს აქაურ "ძმათა მცირეთა" დასაცავდ რაიმე კანონი რომ არსებობდეს, არც ის იქნებოდა ურიგო.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?