ძაღლების ყოლა და მათი ქუჩაში გასეირნება გამათრახებით დაისჯება
ძაღლების ყოლა და მათი ქუჩაში გასეირნება გამათრახებით დაისჯება
პარლამენტის 39-მა დეპუტატმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც შინ ძაღლებისა და მაიმუნების ყოლა და მათი ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასეირნება აიკრძალება - იტყობინება ირანის საინფორმაციო სააგენტო- "Tabnak". 

თუ კანონპროექტი დამტკიცდება, ირანის მოქალაქეებს, რომელთაც სახლში ძაღლი ან მაიმუნი ჰყავთ, სასჯელი ელით - მათრახის 74-ჯერ დარტყმა ან ჯარიმა 300-დან 3000 დოლარამდე.

ასევე, გამკაცრებულია ზომები იმ მედიასაშუალებების მიმართ, რომლებიც ავრცელებენ ამ ინფორმაციას. მათ წარმომადგენლებსაც, ასევე, გამათრახება და მეტიც, ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა ელით.

კანონპროექტის მიხედვით, ჩამორთმეული ცხოველები გადაეცემა ზოოპარკს ან მათ გაუშვებენ ტყესა და უდაბნოში.
იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი ძალაში შევა, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო გამოაქვეყნებს ცხოველების სიას, რომლებსაც ზიანი მოაქვს
ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

კანონპროექტი არ ვრცელდება პოლიციის თანამშრომლებზე და იმ პირებზე, რომლებიც სამეურნეო საქმიანობას მისდევენ, ასევე მწყემსებსა და მონადირეებზე, ანუ იმ პირებზე, რომელთა პროფესიისთვისაც საჭიროა ცხოველების ყოლა.

წყარო: www.trend.az

ასევე იხილეთ:

ტაძარი, რომელშიც ცხოველები და ადამიანები ერთად ცხოვრობენ

კანონი, რომელიც ყველა ძაღლის პატრონმა უნდა იცოდეს
izo
საწყალი ირანელები, მეტისი მყავს შავი და ერთხელ რუსთაველზე გამაჩერეს და ქალებმა სურათი გადაიღეს დუფისთან, მე მეგონა შაყირობდნენ თურმე რა დღეში ყოფილან, რა საშინელი ქვეყანაა
გაგა -ს
რათა შვილო?! :))))
გაგა
ჭკვიანი მთავრობა ყავს ირანს. აქაც ეგრე უნდა იყოს. თუმცა უკთესი იქნება ცოტა მეტი სიმკაცრე გამოიჩინონ, სასჯელი სულ მცირე უნდა გაორმაგდეს!
ირმა
უბერავენ ეგ ჯიშ-ჯილაგ მიჭინთულები.
სოფია
ამოწყდით ერთ დღეს უჯიშო მუსულმანო ავადმყოფებო! მეზიზღებით, მეზიზღებით და კიდე მეზიზღებით! დიდი სიამოვნებით დავაჭერდი ხელს ღილაკს და დედამიწიდან გაგაქრობდით, რომ მქონდეს ამის საშუალება!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?