ძაღლების ყოლა და მათი ქუჩაში გასეირნება გამათრახებით დაისჯება
ძაღლების ყოლა და მათი ქუჩაში გასეირნება გამათრახებით დაისჯება
პარლამენტის 39-მა დეპუტატმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც შინ ძაღლებისა და მაიმუნების ყოლა და მათი ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასეირნება აიკრძალება - იტყობინება ირანის საინფორმაციო სააგენტო- "Tabnak". 

თუ კანონპროექტი დამტკიცდება, ირანის მოქალაქეებს, რომელთაც სახლში ძაღლი ან მაიმუნი ჰყავთ, სასჯელი ელით - მათრახის 74-ჯერ დარტყმა ან ჯარიმა 300-დან 3000 დოლარამდე.

ასევე, გამკაცრებულია ზომები იმ მედიასაშუალებების მიმართ, რომლებიც ავრცელებენ ამ ინფორმაციას. მათ წარმომადგენლებსაც, ასევე, გამათრახება და მეტიც, ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა ელით.

კანონპროექტის მიხედვით, ჩამორთმეული ცხოველები გადაეცემა ზოოპარკს ან მათ გაუშვებენ ტყესა და უდაბნოში.
იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი ძალაში შევა, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო გამოაქვეყნებს ცხოველების სიას, რომლებსაც ზიანი მოაქვს
ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

კანონპროექტი არ ვრცელდება პოლიციის თანამშრომლებზე და იმ პირებზე, რომლებიც სამეურნეო საქმიანობას მისდევენ, ასევე მწყემსებსა და მონადირეებზე, ანუ იმ პირებზე, რომელთა პროფესიისთვისაც საჭიროა ცხოველების ყოლა.

წყარო: www.trend.az

ასევე იხილეთ:

ტაძარი, რომელშიც ცხოველები და ადამიანები ერთად ცხოვრობენ

კანონი, რომელიც ყველა ძაღლის პატრონმა უნდა იცოდეს
ლალი
სახლში ცოდოა ძაღლი. ვისაც ეზო აქვს,იმას უნდა ჰყავდეს. ჩემს პირდაპირ კორპუსში ვუყურებ , აივანზე ჰყავთ დაბმული, საწყალი ძაღლი ისე წკმუტუნებს...ისე მეცოდება...ცოტაც და დავრეკავ პატრულში.
liza
ჯემალ გული დამეწვა, აჭამე შე კაი ადამიანო ცხოველებს, მე პირადად ჩემ ლუკმას გავუყოფ მშიერ ცხოველს, წარმოიდგინე რომ ისინი პატარა ბავშვები არიან, ისევე გრძნობენ სიცივეს, სიცხეს და შიმშილს როგორც ჩვენ, უბრალოდ ჩვენზე მეტი ერთგულები არიან და ჩვენზე მეტი სიყვარული შეუძლიათ.
ნინი
ამათმა სულ გაუბერეს :((
დათო#
სხვათა შორის, შინაური ცხოველების შინ ყოლას არც მართლმადიდებლური ეკლესია ამართლებს. აბა, თუ მიხვდებით, რატომ? ეზოში, კარ-მიდამოში კი ბატონო, სხვა საქმეა. უბრალოდ ირანში ყველაფერს რელიგიურ ჭრილში განიხილავენ და აბსოლუტურად სწორადაც იქცევიან. ჩვენმა სამღვდელოებამ რომ ეგ გაბედოს, მტრისას! ცხოველთა დამცველების გადაკიდებაღა აკლიათ...
მაია
ყველა მიყვარხართ ვისაც ცხოველები გიყვართ, გეცოდებათ, უვლით და კვებავთ. უფალმა ხვავი და ბარაქა არ მოგაკლოთ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?