ძაღლების ყოლა და მათი ქუჩაში გასეირნება გამათრახებით დაისჯება
ძაღლების ყოლა და მათი ქუჩაში გასეირნება გამათრახებით დაისჯება
პარლამენტის 39-მა დეპუტატმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც შინ ძაღლებისა და მაიმუნების ყოლა და მათი ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასეირნება აიკრძალება - იტყობინება ირანის საინფორმაციო სააგენტო- "Tabnak". 

თუ კანონპროექტი დამტკიცდება, ირანის მოქალაქეებს, რომელთაც სახლში ძაღლი ან მაიმუნი ჰყავთ, სასჯელი ელით - მათრახის 74-ჯერ დარტყმა ან ჯარიმა 300-დან 3000 დოლარამდე.

ასევე, გამკაცრებულია ზომები იმ მედიასაშუალებების მიმართ, რომლებიც ავრცელებენ ამ ინფორმაციას. მათ წარმომადგენლებსაც, ასევე, გამათრახება და მეტიც, ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა ელით.

კანონპროექტის მიხედვით, ჩამორთმეული ცხოველები გადაეცემა ზოოპარკს ან მათ გაუშვებენ ტყესა და უდაბნოში.
იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი ძალაში შევა, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო გამოაქვეყნებს ცხოველების სიას, რომლებსაც ზიანი მოაქვს
ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

კანონპროექტი არ ვრცელდება პოლიციის თანამშრომლებზე და იმ პირებზე, რომლებიც სამეურნეო საქმიანობას მისდევენ, ასევე მწყემსებსა და მონადირეებზე, ანუ იმ პირებზე, რომელთა პროფესიისთვისაც საჭიროა ცხოველების ყოლა.

წყარო: www.trend.az

ასევე იხილეთ:

ტაძარი, რომელშიც ცხოველები და ადამიანები ერთად ცხოვრობენ

კანონი, რომელიც ყველა ძაღლის პატრონმა უნდა იცოდეს
დიანა
მე თვითონ მყავს სახლში მინიატურული ში ცუ და მიუხედავად იმისა,რომ ძალიან ჩერჩეტია,მაინც ძალიან მიყვარს :) რაც შეეხება ქუჩის ძაღლებს,მეცოდებიან,მაგრამ ასეც არ შეიძლება.აუცილებლად საჭიროა მათი ან დაბინავება,ან……. მაწანწალა ძაღლება მეზობლის ბავშვი ისე დაკბინეს შარშან,შვიდი ნაკერი ქონდა საწყალ პატარას. ბევრს ვმოგზაურობ და არსად შემხვედრია ამდენი მაწანწალა ძაღლი,ჩვენთან რომ არის.ეს კი საშიშია ადამიანებსთვის.
anna
აჭამე მერე შე კაი ადამიანო, გამაგიჟებს ამ ხალხის უგულობა და იდიოტიზმი რააა :/
გიორგი
ისეთი ადამიანებიც ბევრა რომლებსაც ქვეყნის საჭმელი რჩებად მაგრამ ცხოველზე კი არ იზრუნებენ მიაქვთ და ნაგვის ბუნკერში ყრიან, ხომ შეიძლება რო ეზოში მიკედლებულ ძაღლს ან კატას აჭამონ, ღმერთმა ადამიანს საუკეთესო უერთგულესი მეგობარი ძაღლი აჩუქა და სამწუხაროდ ადამიანების დიდი ნაწილი უარყოფს ამ საჩუქარს, პირადად მე ბავშობაში ჩემა ძაღლმა დახრჩობას გადამარჩინა თბილისის ზღვაზე, მიუხედავად იმისა რომ ნაპირზე უამრავი ადამიანები მზის სხივების მიღებით იყვნენ დკავებულნი, ნათელში იყოს ჩემი პალმას სული ის სიცოცხლის ბოლომდის არ დამავიწყდება. მის მერე ძაღლი ჩემ საუკეთესო მეგობრად იქცა, დღემდე არ ვცხოვრობ ძაღლის გარეშე.მანქანაში ყოველთვინ მაქვს ცოტაოდენი პედიგრი და სადმე მაწანწალა ძაღლი თუ დავინახე ვაჩერებ და ვაჭმევ.
ლია...
ჩემ მეზობლებს ძაღლებიც ყავთ, კატებიც და მე არანაირ უსიამოვნებას არ მიქმნიან, პირიქით, მიხარია. ყოველთვის ვცდილობ უპატრონო ცხოველი გამოვკვებო. არ დაგენანოთ მშიერისთვის ლუკმა და ბარაქა მუდამ გექნებათ!
leila
რტული დრო დადგა,ზამტარი,საცოდავ ცხოველებს ცჰვენ ტუ არ ვაცჰამეტ ვინ აჰმევს ხალხნო,გასაგებია რომ გაცირვებაა,მაგრამ ამ კუცის დზაგლებს,პატრონი რომ არ კავტ რა კნან,ერტი ლუკმა მაინც კველას სეუდზლია რომ გაუზიაროს ერტ დზაგლს,ტუ კველა ასე მოვიკცევიტ,მასინ მსიერიც არ გვეკოლება,მსიერი ცხოველის არ დაპურება,კველაზე დიდი ცოდვაა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?