ძაღლების ყოლა და მათი ქუჩაში გასეირნება გამათრახებით დაისჯება
ძაღლების ყოლა და მათი ქუჩაში გასეირნება გამათრახებით დაისჯება
პარლამენტის 39-მა დეპუტატმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც შინ ძაღლებისა და მაიმუნების ყოლა და მათი ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასეირნება აიკრძალება - იტყობინება ირანის საინფორმაციო სააგენტო- "Tabnak". 

თუ კანონპროექტი დამტკიცდება, ირანის მოქალაქეებს, რომელთაც სახლში ძაღლი ან მაიმუნი ჰყავთ, სასჯელი ელით - მათრახის 74-ჯერ დარტყმა ან ჯარიმა 300-დან 3000 დოლარამდე.

ასევე, გამკაცრებულია ზომები იმ მედიასაშუალებების მიმართ, რომლებიც ავრცელებენ ამ ინფორმაციას. მათ წარმომადგენლებსაც, ასევე, გამათრახება და მეტიც, ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა ელით.

კანონპროექტის მიხედვით, ჩამორთმეული ცხოველები გადაეცემა ზოოპარკს ან მათ გაუშვებენ ტყესა და უდაბნოში.
იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი ძალაში შევა, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო გამოაქვეყნებს ცხოველების სიას, რომლებსაც ზიანი მოაქვს
ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

კანონპროექტი არ ვრცელდება პოლიციის თანამშრომლებზე და იმ პირებზე, რომლებიც სამეურნეო საქმიანობას მისდევენ, ასევე მწყემსებსა და მონადირეებზე, ანუ იმ პირებზე, რომელთა პროფესიისთვისაც საჭიროა ცხოველების ყოლა.

წყარო: www.trend.az

ასევე იხილეთ:

ტაძარი, რომელშიც ცხოველები და ადამიანები ერთად ცხოვრობენ

კანონი, რომელიც ყველა ძაღლის პატრონმა უნდა იცოდეს
keti
რა სასჰინელებაა გმერტმა Dასაჯოს და სეაჩEროს ყველა ეგეთI ავადმყოPი საწყალი ცხოვეოები და ადამიანები,საერტოდ არ ვიცხოვრებდი Eგეზტ ქვეყანაშI,ვინმე დაეხმაროს
!!!
გაჭირვება და პურის რიგები რომ იყო, ძლივს ვყიდულობდით პურს და ნახევარს ჩვენ ძაღლს ვაჭმევდით. ზოგჯერ მშივრებიც დავრჩენილვართ, მაგრამ არასოდეს გვიწუწუნია. ისე არ უჭირს ხალხს, რომ ერთი ლუკმა საცოდავ ცხოველს ვერ გაუყოს, მაგრამ ზოგი ისეთი გულცივია, გადაყრის და არავისთვის გაიმეტებს... ირანში კი, როგორც ჩანს, სულ გაუფრენიათ!
keti_shubitidze
რასისულელეა! მინდა ვიყოლიებ ძაღლს,მაიმუნს და თუმინდა ნიანგსაც რა მაგათი საქმეა -_-
liza
მე ისეთ ხალხიც მინახია ვაიმე რას ამბობ ძაღლი გყავს სახლში და ასე ეხუტები და კოცნიო უკვირთ, ფუუ ბეწვიო, მაგრამ მათ სახლში არ შეისვლება, ჩემი ძაღლის საწოლი უფრო სუფთაა ვიდრე მათი ბინა.
LIZA
დარეკე ლალი პატრულში ან ცხოველთა დაცვის სამსახურში, ის ხალხიც უნდა დაისაჯოს ვინც ვითომდა უვლის ძაღლს მაგრამ სინამდვილეში ასე აწვალებს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?