კეთილი იყოს თქვენი ფეხი მეგობრული მგლების კუნძულზე, სადაც შეგიძლიათ მტაცებლებს მოეფეროთ
კეთილი იყოს თქვენი ფეხი მეგობრული მგლების კუნძულზე, სადაც შეგიძლიათ მტაცებლებს მოეფეროთ
ნაკრძალი "მტაცებლების გული" განთავსებულია ქალაქ ანაკორტესში (ვაშინგტონის შტატი, სიეტლის სიახლოვეს). პატარა კუნძულზე თავისუფლად გადაადგილდებიან მგლები, რომლებიც ადამიანებმა მიიჩვიეს. ნაკრძალში სეირნობისას შეგიძლიათ მტაცებლებს თვალი ადევნოთ და მეტიც, მოეფეროთ.

კუნძულზე ბინადარი ცხოველები ადამიანების მიმართ საოცრად მეგობრულნი არიან, თუმცა, ფოტოსესიის პროცესში, ყოველი შემთხვევისთვის, მათ საბელებს უკეთებენ.

თქვენ შეგიძლიათ მტაცებლებს მოეფეროთ და მუცელზეც მოფხანოთ.

Zooclub

ნაკრძალის მეპატრონის თქმით, ტერიტორიაზე მხოლოდ ისეთი ცხოველები გვხვდებიან, რომლებმაც ველურ ბუნებაში თავიანთი ადგილი ვერ იპოვეს და ველურ პირობებში ვერ გადარჩებიან.

კუნძულზე სეირნობა მხოლოდ ექსკურსია მძღოლის თანხლებითაა შესაძლებელი, კვირაში ექვსი დღე.

Zooclub

გარდა
მგლებისა, ნაკრძალში პუმები, მელიები, რეპტილიები, მტაცებელი და ეგზოტიკური ფრინველები ბინადრობენ.

Zooclub

ნაკრძალი 1998 წლიდან მუშაობს. ამ
ხნის განმავლობაში, აქ მხოლოდ ორი ინციდენტი მოხდა, რომლებიც უსაფრთხოებასთან იყო დაკავშირებული, რა დროსაც ზიანი არავის მიუღია და არც მომკვდარა. მიუხედავად ამისა, წესებით თანახმად, მგლებთან ახლო კონტაქტი ნებადართულია ადამიანებისთვის 18 წლის ზევით.

Zooclub

"ჩვენი მიზანია, ადამიანებს ველური ბუნება ახლოს გავაცნოთ, შევაყვაროთ ცხოველები და მათზე მზრუნველობა ვასწავლოთ", - ამბობს ნაკრძალის მფლობელი.

იხილეთ ფოტოგალერეა

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ:

გარეული ცხოველების მოყვარულმა, აფრიკაში, საკუთარი ნაკრძალი გააკეთა

სასტუმრო, სადაც შეგიძლიათ ჟირაფებთან ერთად ისადილოთ​

უსინათლო სპილოს საოცარი რეაქცია პიანინოს ხმაზე
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?