შიმპანზემ კოცონი დაანთო და სადილი მოიმზადა (+ვიდეო)
შიმპანზემ კოცონი დაანთო და სადილი მოიმზადა (+ვიდეო)
ადამიანებს ვერც კი წარმოუდგენიათ, რა შესაძლებლობები აქვთ ცხოველებს. მათზე დაკვირვებით სპეციალისტები დღითიდღე გაოცებულნი რჩებიან. მეცნიერებს მათი შესაძლებლობების ნახევარიც არ აქვთ შესწავლილი. ეს კიდევ ერთი მაგალითია ცხოველების წარმოუდგენელი უნარისა.

აიოვას ნაკრძალში "Animal Planet"-ის გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა შიმპანზე, რომელიც აგროვებს ხის ტოტებს, უკიდებს ცეცხლს და ამზადებს საკვებს, მაგრამ ამაზე სასწაული ისაა, რომ ცხოველმა კვების დასრულების შემდეგ კოცონს წყალი დაასხა და ცეცხლი ჩააქრო.

ეს საოცარი მაიმუნი 33 წლის კანზია, რომელიც უკვე დიდი ხანია ნაკრძალში ცხოვრობს. ის თავისი საქციელით ყველას აოცებს. წარმოუდგენელია, როგორ მოუყარა თავი
ცხოველმა ხის ტოტებს. 

Zooclub

შემდეგ მოუკიდა ცეცხლი.

Zooclub

კანზი ასევე დიდი ყურადღებით აკვირდება საკვების მომზადების პროცესს.

Zooclub

მას
არ დავიწყნია ცეცხლის ჩაქრობაც.

Zooclub

33 წლის კანზის, რომელიც ქალაქ დემოინის (აიოვას შტატი) სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალურ ნაკრძალში ცხოვრობს, ესმის 3000-ზე მეტი ინგლისური სიტყვა და მათგან 500-ს კლავიატურაზე კრეფს ლექსიგრამის (სიტყვების სიმბოლური გამოსახულებები, რომელსაც შიმპანზეები სწავლისთვის იყენებენ) მეშვეობით.ის კარგად ფლობს ჟესტების ენას, ამიტომ მეცნიერები მას ნამდვილ გენიოსს უწოდებენ, შიმპანზეებს შორის.  "Animal Planet"-ის მიერ გადაღებული ვიდეო, კანზის გენიოსობის კიდევ ერთი მაგალითია.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ძაღლი, რომელიც ფერმაში ადამიანივით მუშაობს

ძაღლი, რომელიც მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს

ძაღლი ავტობუსით მარტო მიემგზაცრება სკვერამდე, რათა ისერინოს
nk
მაგას ჩაქაფულის გაკეთებაც ეცოდინება
გიორგი
ვის აბოლებთ? შიმპანზემ ცეცხლი დაანთო, სადილი გაიკეთა და მერე ბოთლით წყალი იყიდა იქვე მაღაზიაში და ჩააქრო ხო? :D მონტაჟია ეგ. მსხვილი კადრითაა და ნაწილ-ნაწილ გადაღებული თითქმის მთლიანი ვიდეო და არ ჩანს რეალურად რა ხდება.
???
ბევრ ადამიანს არ აქვს ამდენი შეგნება, რომ ცეცხლი ჩააქროს და ანთებული არ დატოვოს, ამის მაგალითები თუნდაც ჩვენს ტყეებში უამრავია, ნაგავზე აღარაფერს ვამბობ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?