დედა შიმპანზეს ოპერაციას უკეთებენ. ნახეთ, რას აკეთებს მისი შვილი…
დედა შიმპანზეს ოპერაციას უკეთებენ. ნახეთ, რას აკეთებს მისი შვილი…
40 წლის შიმპანზე იუტას, 2 წლის მუს დედას, კბილებზე სერიოზული პრობლემა შეექმნა. მას ორი ეშვი ჩამოტეხილი ჰქონდა. ძუძუმწოვრები კოპენჰაგენში, აალბორგერის ზოოპარკში ბინადრობენ.

ვეტერინარმა ტრინ ხამმერ იენსენმა კბილების ჩარჩენილი პატარა ნაწილების ამოღება გადაწყვიტა.

"როგორც კი იუტას ნარკოზი გავუკეთეთ, მისი შვილი ისე აფორიაქდა, რომ გადავწყვიტეთ პატარა მუ, მშობლის გვერდით დაგვეტოვებინა." - ამბობს ვეტერინარი.

Zooclub

ექიმებისთვის, ოპერაციის ჩატარების დროს, აღგზნებული პატარა შიმპანზე დამატებით სტრესს წარმოადგენდა. მუ მოუსვენრად იყო და ბევრს ტრიალებდა. გარდა ამისა, მან კინაღამ დახრა შნურები, რითიც იუტას გულის რითმს არეგულირებდნენ. ყველაფრის მიუხედავად, ოპერაციამ
წარმატებით ჩაიარა.

შიმპანზეს 2 კბილი მოაკლდა. ახლა იუტასა და მუს ყველაფერი კარგად აქვთ. ისინი დანარჩენ
ძუძუმწოვრებთან დააბრუნეს.

Zooclub

მაიმუნს ტყუილად არ თვლიან ადამიანების მონათესავეებად. კერძოდ, შიმპანზეები ცხოველთა სამყაროში უდიდესი მიღწევების დემონსტრირებას ახდენენ, ავლენენ რა მაღალ ინტელექტუალურ უნარებს.

ბევრი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ძუძუმწოვრებს გააჩნიათ ცნობიერება და თვითიდენფიკაციის უნარი, ამიტომ არ არის საკვირველი, რომ ნათესავური კავშირები მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?