შიმპანზეები უნარშეზღუდულ შვილებს უვლიან
შიმპანზეები უნარშეზღუდულ შვილებს უვლიან
იაპონელმა ბიოლოგებმა, რომლებიც შიმპანზეებს ველურ ბუნებაში აკვირდებოდნენ აღმოაჩინეს ძუ შიმპანზე, რომელიც თავის უნარშეზღუდულ ნაშიერზე ზრუნავდა.

ჟურნალ Primates-ის ცნობით, ახალშობილი 2011 წელს დაიბადა და 23 თვის დაიღუპა. მთელი ეს პეროდი მეცნიერები ავადმყოფი ნაშიერის, მისი დის, დედისა და მაიმუნთა ჯგუფის სხვა წევრების ურთიერთობას ადევნებდნენ თვალყურს.

დაბადებიდან სულ რამოდენიმე ხანში მეცნიერებმა პატარას დაუნის დაავადების სინდრომის სიმპტომები შეამჩნიეს.
გარდა ამისა, პატარას გულმკერდის არეში დიდი სიმსივნე ჰქონდა. 6 თვემდე პატარა მაიმუნის ქცევა არ განსხვავდებოდა მოზრდილი მაიმუნებისგან. მოგვიანებით, ქცევაში განსხვავება უფრო და უფრო შესამჩნევი ხდებოდა.

Zooclub

ჯანმრთელ
ახალშობილ შიმპანზეებს 6 თვის ასაკში თავისით შეეძლოთ დაჯდომა, ავადმყოფმა შიპანზემ კი ეს 20 თვის ასაკში
შეძლო.

მკვლევარებმა ერთხელაც ვერ დაინახეს, რომ პატარა მაიმუნს თავისით ეჭამა ან გაევლო. დედას ის მუდამ მუცელზე მიკრული დაჰყავდა და მას თავისი რძით კვებავდა, ხოლო რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმა ასევე მხოლოდ დედის დახმარებით შეეძლო.

ავადმყოფი მაიმუნის და დედას მის მოვლაში ეხმარებოდა - დაჰყავდა ხელით, დაკავებული იყო მისი ბეწვით და ეთამაშებოდა.

ჯგუფის დანარჩენი წევრები მისდამი ისევე იყვნენ განწყობილნი, როგორც დანარჩენი ჯანმრთელი მაიმუნებისადმი. არ გამოხატავდნენ მისდამი ზიზღს, ან შიშს. ხანდახან ისინი ცდილობდნენ შეხებოდნენ, თუმცა, დედა შვილს ჯგუფის სხვა წევრებს არ აკარებდა.

ავადმყოფი პატარა თანდაყოლილი პრობლემების გამო, თანდათან სუსტდებოდა და წონაში იკლებდა.

Zooclub

ამ დრომდე არ იყო ცნობილი არც ერთი შემთხვევის შესახებ, როდესაც ველურ ბუნებაში შიმპანზე თავის დაავადებულ შვილზე ზრუნავდა. დაბადებიდან უნარშეზღუდულობის შემთხვევა შიმპანზეებში მხოლოდ რამოდენიმეა ცნობილი, ისიც ტყვეობაში. პატარა შიმპანზეები 1-2 წლამდე ცოცხლობდნენ, ოღონდ ადამიანების ხელშეწყობით.

მეცნიერები თვლიან, რომ მოცემული შემთხვევა საშუალებას მისცემს მათ გაიგონ, თუ როგორ წარმოიშვა და განვითარდა სოციალური დახმარება ადამიანების საზოგადოებაში.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?